ახლახან ტომ იორკი, Burial და Four Tet მუსიკალური კოლაბორაციისთვის გაერთიანდნენ და ორი ახალი ტრეკი - “Her Revolution” და “His Rope” გამოუშვეს.

კომპოზიციები 2 დეკემბერს ლონდონის  მაღაზიებში - Sounds of the Universe-ში  და Phonica-ში  ძალიან იშვიათ, შავ ეტიკეტიან ვინილზე ჩაიწერა. ორივე მაღაზიამ მალევე  განაცხადა, რომ ჩანაწერები ძალიან სწრაფად  გაიყიდა, რაც გასაკვირი არ არის. ჯერჯერობით გაურკვეველია, გაიყიდება თუ არა ეს ჩანაწერები სხვა მაღაზიებში.

 

 

ტომ იორკსა და Four Tet-ის პირველი თანამშრომლობა 2009 წელს შედგა, 2011 წელს   ისევ განახლდა და მათ ახალი სიმღერა - “Ego”/“Mirror” გამოუშვეს. მესამედ  კი Four Tet-თან ერთად 2020 წელს ითანამშრომლეს.