ესპანურმა მოდის სახლმა ბალენსიაგამ ახალი კოლექცია განსხვავებული ფორმატით - ვიდეოთამაშით გუშინ, 6 დეკემბერს წარმოგვიდგინა. ვიდეოთამაშს Afterworld: The Age of Tomorrow ჰქვია, რომელშიც მოქმედებები 2030 წელს ვითარდება. ვიდეოთამაშის გმირ ავატარს სხვადასხვა სივრცეებში მრავალი დაბრკოლების გადალახვა უწევს, მას ძალიან ბევრი დავალება აქვს შესასრულებელი, საბოლოოდ კი ავატარი "ორი სამყაროს ოსტატი" ხდება.
Afterworld: The Age of Tomorrow საშუალებას გვაძლევს დემნა გვასალიას AW21 კოლექცია ვირტუალურად დავათვალიეროთ. მოთამაშეებს მაღაზიიდან - გადატვირთულ ქალაქის ქუჩაზე გზავნიან, შემდეგ ბილიკი ბნელ ტყეში გადის და ბოლოს მთის მწვერვალამდე მიდის, სადაც ადამიანები იდუმალი სიურპრიზის მოპოვებისთვის გამოწვევებს არ უშინდებიან.
მოდის სახლის კოლექცია ადამიანის ბედისწერის თემას ემყარება. კოლექცია გვაჩვენებს ”ბუნებისა და ინდუსტრიის ჯანსაღი წონასწორობის დაბრუნების მცდელობას ” და გვპირდება, რომ თამაშის დასრულება აუცილებლად მოგვანიჭებს ”ვირტუალურ სამყაროში რეალური ცხოვრების სუნთქვის შეგრძნებას“. გზაზე უამრავი ავატარი გვხვდება, რომლებიც კოლექციის ტანისამოსს ატარებენ - დიდი, უცხო ფორმის მზის სათვალეები და ტანსაცმელი, რომელსაც ბრენდის უზარმაზარი ხელმოწერა ამშვენებს. (კოლექციაში ასევე დიდ როლს ასრულებს ტელეფონები, რომლებიც Balenciaga-ს წინა კოლექციებში runaway-ზე გამოჩნდა, რადგან, მათი აზრით, სამყარო 2031 წელსაც სოციალურ მედიაზე იქნება დამოკიდებული).
“ბალენსიაგას” მოდის სახლის ”ალეგორიულმა თავგადასავალმა” გარემო და პერსონაჟები მოწინავე ტექნოლოგიის გამოყენებით წარმოგვიდგინა, და აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ”Afterworld”-მა ”ოდესმე განხორციელებული უდიდესი მოცულობითი ვიდეოპროექტის ყველა არსებული რეკორდი უკვე დაამყარა.
დაწერე კომენტარი