სადღესასწაულო სეზონზე იმაზე მყუდრო და თბილი ატმოსფერო არსად არ არის, როგორც ეს ჯადოსნური განათებებით, საახალწლო დეკორაციებითა და ნაძვისხეებით მორთულ სახლებშია. 

Hammock გთავაზობთ ყველაზე დასამახსოვრებელ სახლებს საახალწლო ფილმებიდან, რომელთაც, შეიძლება ითქვას, იგივე როლი აქვთ ფილმებში, როგორც თავად მსახიობებს. 



1951 წლის ფილმის, Christmas Carol-ის ვიქტორიანული ლონდონის ძველი სახლები და მაღაზიები ნამდვილად საოცრებაა. 


1989 წლის ფილმში National Lampoon’s Christmas Vacation გრისვოლდების სახლი 25.000 მოციმციმე ნათურებით არის დაფარული.


1990-იანი წლების ჰიტის, Home Alone-ის სახლი იმდენად საოცარი და ჯადოსნური იყო, რომ “სველმა ბანდიტებმა” მისი გაძარცვის სურვილისგან თავი ვერ შეიკავეს. 


შეიძლება The Plaza ტექნიკურად სასტუმროა, თუმცა კევინი მას თავისი საშობაო ოინებისთვის ნამდვილ მშობლიურ სახლად აქცევს. 

1994 წლის ფილმი, რომელიც ლუიზა მეი ალკოტის კლასიკურ რომანზეა დაფუძნებული, ყველაზე დასამახსოვრებელ საშობაო განწყობას ინგლისის კლასიკური სტილის სახლში გვთავაზობს.


Whoville-ს სახლის მაგიურმა ატმოსფერომ გრინჩსაც კი არ მისცა ნება, შობა მოეპარა.

ინტერიერის დიზაინერი ელფი, სახელად Buddy. 



1860 წლის კონექტიკუტში მდებარე კოლონიალური სახლი, სადაც სთოუნების ოჯახი საშობაო დღესასწაულისთვის 2005 წლის ფილმში იყრის თავს, რეალურია. (აღსანიშნავია, რომ თოვლიც რეალური იყო).




ბრიტანული კოტეჯი ფილმში The Holiday განსაკუთრებით მომხიბლავ როლს თამაშობს. თუკი ერთხელ მაინც მოხვდებით თოვლში ჩაფლულ ბრიტანულ სადღესასწაულო სახლში, იქიდან წამოსვლა აღარ მოგინდებათ. 

ფილმ Deck The Halls-ის ჯადოსნური სახლის ნახვის შემდეგ საახალწლო დეკორაციებზე წარმოდგენა სრულიად შეგეცვლებათ.