მნიშვნელობა არ აქვს როგორ შეხვდებით ახალ წელს, ტრადიციულად, ახლო ადამიანების გარემოცვაში თუ საშობაო ფილმების ყურებასა და ტკბილეულის დაგემოვნებაში, მთავარია, რომ ეს დღე ბედნიერ მომენტებთან ასოცირდება. დეკემბრის საახალწლო სამზადისი დაწყებულია, განწყობის შექმნა კი ონლაინშოპინგითაც შეგიძლიათ. შექმნილი ვითარების გამო სადღესასწაულო საჩუქრებმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. თუ საყვარელი ადამიანების ნახვას ვერ ახერხებთ, დადებითი ემოციების გაზიარება საინტერესო საჩუქრითაც შეგიძლიათ. ხოლო, თუ სასურველი ნივთები ჯერ არ შეგირჩევიათ, გადახედეთ ჩვენ მიერ მომზადებულ სიას. 

CHUBIKA

 

ქართველი დიზაინერის, ჩუბიკას შემოქმედებაში ახალი კონცეპტუალური ნივთები გამოჩნდა. ჩუბიკას სანთლები და საპნები ფუნქციური დატვირთვის გარდა ხელოვნების ნიმუშებსაც წარმოადგენს, ეს არის სწორედ კონცეპტუალური კავშირი ნივთსა და ხელოვნებას შორის, რაც საჩუქარს კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის.

 

Buyers


საახალწლო განწყობის შექმნას Buyers-ის შესანიშნავი კოლექციით ნამდვილად შეძლებთ. ვებგვერდზე მოგზაურობისას ფერად ნაძვის ხეს, ვინტაჟურ ნაძვის ხის სათამაშოებსა და კიდევ ბევრ საინტერესო საახალწლო ნივთს შეხვდებით.

 

Princess Diana's Sweaters

 

პრინცესა დაიანას ლუქებიდან ერთ-ერთი გამორჩეული და დასამახსოვრებელი ფერადი სვიტერებია. “Sheep Sweater” - სვიტერი ცხვრების პრინტით, რომელიც მის განაცხადადაც კი ჩაითვალა, რომ პრინცესა დაიანა თავს არ თვლიდა სამეფო ოჯახის წევრად. ასევე პოპულარი გახდა სვიტერი, წარწერით “I’m a Luxury”, რომელიც 80-იან წლებში გამოჩნდა. ისტორიული სვიტერების შეძენას კი ონლაინ, ვებგვერდიდან შეძლებთ.

 

LIYA X KASH KASH




ქართული ბრენდების
LIYA-სა და KASH KASH-ის კოლაბორაციით უნიკალური ხელნაკეთი მაკიაჟის ხაზი გამოჩნდა. პროდუქტები ბუნებრივი ინგრედიენტებისგან შეიქმნა, კაშკაშა და დახვეწილი ფერები კი თქვენს საახალწლო ლუქს კიდევ უფრო ელეგანტურს გახდის.

The Why Not Gallery

 

კონცეპტუალუტი მაღაზია წარმოადგენს ქართველ მხატვრებთან კოლაბორაციით შექმნილ პროდუქტებს. ვებგვერდზე შეგიძლიათ შეიძინოთ თეკლა კიღურაძის მიერ შექმნილი ხავერდის ბალიშები, კატო ნემსაძის ბეჭდები, გვანცა ჯიშკარიანის მიერ შექმნილი ხალიჩა, ხავერდის პირბადეები ID Vision-ისგან და კიდევ სხვა საინტერესო ნივთები.

 

 

APPARIS

 

APPARIS-ის ვეგანმეგობრული კოლექციიდან ვარდისფერი ქურქი შევარჩიეთ. ფერადი და თბილი მოსაცმელით ზამთრის ლუქი შეგიძლიათ კიდევ უფრო საინტერესო გახადოთ.

 

ASTEROID B612

 

გამორჩეული საჩუქრის ძიებისას ASTEROID B612-ის მაღაზიაზე შეგიძლიათ შეაჩეროთ არჩევანი. აქ ნივთებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, თითოეული მათგანი ხელოვნების ნიმუშიცაა. პოსტერების, ღია ბარათების, ნაჭრის ჩანთებისა და სტიკერების პრინტები შექმნილია სხვადასხვა ხელოვანის დიზაინით.

 

DECOR.IT

 

თუ ინტერიერის დიზაინისთვის განსხვავებულ დეკორაციას ეძებთ, მისტიკური სარკე აფროდიტეს გამოსახულებით შესანიშნავი არჩევანია. სარკის შეძენას შეძლებთ DECOR.IT-ის ინსტაგრამ გვერდზე.

 

Rosebud 

 

ქართული ბრენდის, Rosebud-ის კოლექციიდან ცნობილი ფილმებისა და სერიალების ინსპირაციით შექმნილი წინდები შევარჩიეთ. უეს ანდერსონის ფილმის, The Royal Tenenbaums-ისა და დევიდ ლინჩის ცნობილი სერიალის, Twin Peaks-ით შთაგონებული დიზაინერული ნამუშევრები კარგი საჩუქარი იქნება, მათთვის, ვისთვისაც საინტერესო დეტალები მნიშვნელოვანია.

 

ESHVI

 

თუ დახვეწილ და ამავდროულად, ექსტრავაგანტურ საჩუქარს ეძებ, ESHVI-ს ტრენდული “must have” ბეჭედი ექსკლუზიური კოლექციიდან კარგი გადაწყვეტილება იქნება.

 

Ashley Williams Fuzzy Green Kate Bag

მცირე ზომის, არაორდინალური ჩანთა მოდის ტენდენციების ახალ აკვიატებას - მიკრო-ჩანთების პოპულარობას უსვამს ხაზს. სიმწვანით ინსპირირებული Ashley Williams-ის ჩანთა ნამდვილად განსხვავებული საჩუქარია.

 

Kerion

 

ჰარმონიის, სითბოსა და სიმშვიდის გასაზიარებლად Kerion-ის სანთლები იდეალური საჩუქარი იქნება. ქართული მაღაზია რომაული სტილისა და მოდერნისტული მინიმალიზმის სინთეზით შექმნილ ნივთებს წარმოადგენს.

 

FORMS STUDIO

 

საინტერესო ნივთების ძიებისას ქართული ინტერიერის დიზაინის სტუდიის,  FORMS-ის ახალ სანათზე შეგიძლიათ შეაჩეროთ ყურადღება. მარტივი და დახვეწილი დიზაინი ლეგოს სათამაშოების შთაგონებით არის შექმნილი.. 

 

JUSTINE CLENQUET

დიზაინერის ხელნაკეთი კოლექციიდან მისტიკური საყურე - “Grace Earring” შევარჩიეთ, რომლის შეძენასაც Buyers-ის ვებგვერდზე შეძლებთ. JUSTINE CLENQUET-ის ნამუშევრები სიურრეალისტური ესთეტიკითა და ფრანგული ოსტატობით გამოირჩევა. 

 

Iknit Shop

 

ქართული ბრენდის,  Iknit Shop-ის ხელნაკეთი ნაქსოვი ნივთებიდან ნამდვილად შეძლებთ ზამთრის საჩუქრის შერჩევას. აქ შეხვდებით საოცარი ფერების ტონალობებით შექმნილ მინიმალისტურ ჩანთებს, ქუდებსა და კიდევ სხვა საინტერესო აქსესუარებს.

 

Shrimps Celestia Hat

 

 

Shrimps-ის თანამედროვე კოვბოის ქუდი დასავლეთის ინსპირაცით შეიქმნა. ლეოპარდის პრინტითა და შავი ფერის დიზაინით წარმოდგენილი ქუდები ზამთრის დღეებისთვის ტრენდული საჩუქარია.

 

Funduki

 

ქართული კონცეპტუალური მაღაზია Funduki მარტივ და ამავდროულად, საინტერესო დიზაინის ეკომეგობრულ ნივთებს წარმოადგენს. მინიმალისტური თარო კარგი საჩუქარია, ის სხვადასხვა სახის ინტერიერს მოუხდება და კიდევ უფრო თანამედროვეს გახდის.

 

The Red Book of Luck

 

მისტიკური წითელი წიგნი შესანიშნავი არჩევანია, სწორედ აქ არის თავმოყრილი მსოფლიოს მასშტაბით მოძიებული მშვენიერი ილუსტრაციები, ბედნიერების მომტანი სახელები, ფერები და ობიექტები, ტექსტები და სიმბოლოები. The Red Book of Luck - დიზაინისა და ილუსტრაციების მოყვარულებისთვის საინტერესო საჩუქარი იქნება.

 

Ceramic Studio 1300

 

კერამიკ სტუდიო 1300-ის ონლაინმაღაზიაში უკვე შეგიძლიათ საახალწლო ნივთების შეძენა. ხელნაკეთი შანდლები, მოხატული ჭურჭელი და სხვადასხვა დეკორაციები ნებისმიერ საახალწლო სუფრას გაახალისებს, ზამთრის დღეებს კი კიდევ უფრო მყუდროს გახდის.

 

Rose Moda Tbilisi

 

კონცეპტუალური მაღაზიიდან განსხვავებული პიჟამო შევარჩიეთ წარწერით - “Do You Want to Sleep With Me?”. Rose Moda Tbilisi-ის ნივთების შეძენას ვებგვერდზე შეძლებთ.

 

Ugly Christmas Sweaters

 

ცნობილი საშობაო სვიტერები, რომელსაც “Ugly Christmas Sweaters”-ს უწოდებენ 50-იან წლებში გამოჩნდა, პოპულარობა კი სატელევიზიო შოუებისა და ფილმების დახმარებით 80-90-იან წლებში მოიპოვა. დღეს უკვე შესაძლებელია სხვადასხვაგვარი დიზაინის შერჩევა ან ძველი, საინტერესო ვინტაჟური პრინტით შექმნილი სვიტერის აღმოჩენა. 

 

TUTU / COSMONAUT

 

ქართველი ხელოვანის,  თუთუ კილაძის ნამუშევრებით შექმნილი ტანსაცმლისა და აქსესუარების კოლექციიდან ჰუდი შევარჩიეთ. თუთუს ჯადოსნური ნახატები ყოველდღიურ სამოსს გამორჩეულად საინტერესოს ხდის. ჰუდის შეძენას TUTU / COSMONAUT-ის ინსტაგრამ გვერდიდან შეძლებთ.

 

Moon Rabbit

 

ხელნაკეთი ნივთების მაღაზია Moon Rabbit ხელოვანებმა სოფო კობიძემ და ნატო ბაგრატიონმა შექმნეს. აქ შეხვდებით ხელით მოხატულ ხის ნივთებს, სანათებსა და შანდლებს.