ლილი ვანილისშექმნის იდეა ბრიტანელი თვითნასწავლი კონდიტერის, ლილი ჯოუნსის სახელს უკავშირდება, რომელმაც საკუთარი ბებიის მიერ ნასწავლი რეცეპტების ინსპირირებით კულინარიის საერთაშორისო ბაზარი დაიპყრო. “ლილი ვანილი”, რომელიც ათ წელზე მეტია ლონდონის მცხოვრებლების ერთ-ერთ ფავორიტ სივრცეს წარმოადგენს, საუცხოო ტკბილეულით უკვე დიდი ხანია, რაც თბილისელებსაც ანებივრებს. “ლილი ვანილისუნიკალურობა არა მხოლოდ გემრიელ ნუგბართანაა დაკავშირებული, არამედ გემოვნებიანად წარმოდგენილ უნიკალურ პროდუქციასთანაც, რასაც მომხმარებლები ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავენ.

 

იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ Covid-19-ის მიერ გამოწვეულმა ეპიდსიტუაციამ კერძო და საჯარო სექტორების მუშაობის შეფერხება განაპირობა, ისინი გამოსავლის ძიების არაერთ ალტერნატივას დღესაც დაუღალავად მიმართავენ. რაც შეეხებალილი ვანილის”, იგი მუშაობას აბაშიძის ქუჩაზე ჩვეულ რეჟიმში, რა თქმა უნდა, რეგულაციების დაცვითგანაგრძობს და რაც ყველაზე მთავარია, ზრუნავს იმაზეც, რომ პანდემიისაგან გამოწვეული ნეგატიური განწყობის საპირისპიროდ, მომხმარებლების რუტინა პოზიტიურად დამუხტოს.

 

ქართულ ბაზარზე იშვიათად თუ შევხვდებით ისეთი სახის ტკბილეულს, რომელიც კონკრეტული დღესასწაულის მოახლოებას ერთი შეხედვისთანავე გვამცნობს და ამისათვის საყოველთაოდ გავრცელებულ ფორმებზე მეტად ისეთ გამაოგნებელ ეფექტს შემოგვთავაზებს, რომელიც დახვეწილ ვიზუალურ ელემენტებს გააერთიანებს. “ლილი ვანილიცსწორედ ამ უკანასკნელს გთავაზობთ. მისი უახლესი ტკბილეული, რომელიც სპეციალურად ახალი წლისათვისაა დამზადებული, სადღესასწაულო სუფრას შესამჩნევად გაგიმრავალფეროვნებთ და თქვენს სტუმრებსაც აღტაცებულს დატოვებს.

 

ლილი ვანილისმიერ მომზადებული ნუგბარი ახალ წელთან დაკავშირებულ უამრავ ასოციაციას აერთიანებს. მწვანე კრემით გაფორმებული ჭიქის ნამცხვრები, იგივექაფქეიქები”, რომლებსაც ზედ ფიფქის ფორმის ორცხობილა ან სულაც ვარსკვლავი ამშვენებს, მომხმარებლებს ნაძვის ხის ილუზიასა და წინასაახალწლო განწყობას უქმნის. ზოგქაფქეიქსსანტა-კლაუსის ირემი სტუმრობს, ზოგი ნუგბარიც, ერთი შეხედვით, სახლის ეზოში ბავშვების მიერ საგულდაგულოდ აგებულ თოვლის ბაბუადაც კი წარმოგვიდგება. “ლილი ვანილიიმედებს მაკნატუნას მოყვარულებსაც არ უცრუებს, რასაც მის საფირმო ტორტზე დაბრძანებული მაკნატუნას ფიგურა მოწმობს.

 

შეიძლება ითქვას, რომლილი ვანილისტკბილეული მყიდველებთან არავერბალურ ინტერაქციას ამყარებს, რის გამოც მისი პროდუქცია საახალწლო ატმოსფეროს შექმნაში გადამწყვეტ როლს თამაშობს.

 

არსებული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებითლილი ვანილისტკბილეულის შეძენა ონლაინაა შესაძლებელი. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ გარეთ გასვლა თქვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს, “ლილი ვანილიგატანის სერვისს გთავაზობთ, რისთვისაც აბაშიძის 20- უნდა ეწვიოთ. დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ ესტუმროთ მათ ოფიციალურ ინსტაგრამ გვერდს.

დამატებით გეტყვით იმასაც, რომლილი ვანილიმხოლოდ ერთი ტიპის ადამიანების გემოვნებაზე მორგებულ საკონდიტროს არ წარმოადგენს და მომხმარებლებს ვეგანურ და გლუტენის გარეშე დამზადებულ ტკბილეულსაც სთავაზობს.