დიორის შემოქმედებითმა ხელძღვანელმა კიმ ჯოუნსმა 2021 წლის საშემოდგომო კოლექციისთვის ამერიკელ ხელოვან კენი შარფთან ითანამშრომლა.
მამაკაცის ხაზის კოლექციის ონლაინპრეზენტაცია 8 დეკემბერს, კორონავირუსის შეზღუდვების გამო dior.com-ზე გაიმართა. კოლექციის აღსანიშნავად კი ექსკლუზიური ღონისძიება პეკინში ჩატარდა.
მას შემდეგ, რაც ჯონსი Dior-ის მამაკაცის კოლექციის შემოქმედებითი ხელმძღვანელი გახდა, ხელოვანებთან კოლაბორაცია მისი დიზაინის მთავარ მახასიათებელად ჩამოყალიბდა. იგი ძირითადად უპირატესობა ანიჭებს პოპ-კულტურაში ცნობილ ისეთ ხელოვანებს, როგორებიცაა, Kaws, დანიელ არშამი, ჰაჯიმე სორაიამა და რაიმონდ პეტიბონი. რაც შეეხება კენი შარფს, მან პოპულარობა კიტ ჰარინგთან და ჟან-მიშელ ბასკიასთან მუშაობისას მოიპოვა. მისი სიურრეალისტური ნამუშევრები - "Dystopian Painting“, რომლებიც Day-Glo ფერებშია შესრულებული, ნიუ-იორკის Almine Rech გალერეაში სულ ახლახან გამოიფინა. 1986 წლის B-52 ალბომის, "Bouncing Off the Satellites" გარეკანის დიზაინის გარდა, შარფი დიდხანს თანამშრომლობდა ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა Gap, Swatch, Levi's და Zara.
„ჩემი ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და სახელმძღვანელო პრინციპია სახვითი ხელოვნების ელიტარული საზღვრების გარღვევა და ხელოვნების საშუალებით პოპულარულ კულტურასთან დაკავშირება”, - აცხადებს ხელოვანი კენი შარფი.
დაწერე კომენტარი