John Lewis-ის საახალწლო რეკლამები უკვე ტრადიციაა, რომელსაც 2007 წლიდან მოყოლებული უამრავი ადამიანი წელიწადის ამ დროს სულმოუთქმელად ელოდება.
John Lewis 2019
John Lewis 2018 -The Boy And The Piano
კარლ ლაგერფელდის ბოლო დროის მუზა ლილი-როუზ დეპი კვლავ Chanel No.5 სუნამოს სახეა, რომელიც Jean-Paul Goude-ს მიერ შექმნილ Chanel-ის საახალწლო რეკლამის მთავარი გმირია.
Chanel 2019
კოკა-კოლის მოციმციმე სატვირთო საჩუქრებით დახუნძლულ სანტა კლაუსთან ერთად შობა-ახალი წლის განუყოფელი ნაწილია.
Coca-Cola Holidays are coming 1995
Coca-Cola Holidays are coming 2019
2017 წლის M&M’s საკულტო რეკლამა 21 წლის შემდეგ განახლდა და უდიდეს საიდუმლოს ფარდა აეხადა.
M&M’s 2017
M&S-ის 2016 წელს საკმაოდ ფემინისტურ საახალწლო რეკლამაში განსაკუთრებულია მისის სანტას როლი, რომელსაც ბრიტანელი მსახიობი Janet McTeer ასრულებს.
M&S 2016 Christmas with love from Mrs Claus
Dior-ის 2019 წლის საშობაო რეკლამა ისეთივე ჯადოსნურია, როგორც პარიზში, მონტენის გამზირზე მდებარე მოდის სახლის ფასადი, რომელიც ერთგვარ ოპტიკურ ილუზიას ქმნის.
Dior 2019 the Designer of Dreams Atelier
Dolce & Gabbana-ს 2019 წლის სადღესასწაულო სეზონისთვის შექმნილი ბრჭყვიალა რეკლამა საახალწლო მაგიას Tinker Bell-ის გლამურით ქმნიდა.
D&G 2019 A Fairytale Holiday Season
ხოლო რალფ ლორენი 2019 წლის სადღესასწაულო სეზონზე საყვარელ ადამიანებთან გატარებულ ჯადოსნურ მომენტებს აღნიშნავდა, რადგან ყოველი წამი საჩუქარია.
Ralph Lauren 2019 Every Moment is a gift
ოთხმოცდაათიანების რეტრო სტილით შთაგონებული Gucci-ს წლევანდელი სადღესასწაულო კამპანია საახალწლო სურათის უჩვეულო ინტერპრეტაციას გვთავაზობს, რომელშიც ოფისის მონოტონური გარემო უეცრად ნამდვილ დღესასწაულს ემსგავსება. ოთხმოციანების პოპ-მუსიკა კი წვეულებას უფრო შთამბეჭდავსა და ვინტაჟურს ხდის.
Gucci Gift 2020
HOME FOR THE HOLIDAYS - ასე ჰქვია Versace-ს 2020 წლის საახალწლო კამპანიას, რომელიც სადღესასწაულო სეზონის მნიშვნელოვან მოვლენას ოჯახის, მეგობრების და საყვარელი ადამიანების თავშეყრასა და ერთობლივად ჯადოსნური დღესასწაულის აღნიშვნას ეძღვნება. დათოვლილი მთების, საჩუქრებით დახუნძლული მანქანისა და მაგიური მუსიკის ფონზე შინ დაბრუნებას წელს კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება.
VERSACE HOLIDAY CAMPAIGN | HOME FOR THE HOLIDAYS
დაწერე კომენტარი