„მწვანე კონცხი ბოტანიკო“ „სილქ როუდ ჯგუფისა“ და „ანაგი დეველოპმენტის“ ერთობლივი პროექტია. საცხოვრებელი კომპლექსი უნიკალურ სუბტროპიკულ ზონაში, ბათუმის ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ შენდება. პროექტის სრულ დაფინანსებას საქართველოს ბანკი უზრუნველყოფს. 1.5 ჰექტარზე განაწილებული კომპლექსი სრულფასოვანი დასვენების და განტვირთვისთვის აუცილებელ ყველა ელემენტს მოიცავს. კომპლექსის მთავარი ხიბლი აპარტამენტებიდან გაშლილი განუმეორებელი ზღვის პეიზაჟები და მშვიდი, კენჭებიანი სანაპიროს სიახლოვეა. საცხოვრებელი ფართები ისეა დაპროექტებული, რომ ყველა ბინიდან ზღვაზე 180-გრადუსიანი ხედი იშლება.
თანამედროვე არქიტექტურის გარემოსთან ჰარმონიული შერწყმა დეველოპერებისთვის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენდა. ისევე, როგორც მწვანე კონცხის - აჭრის სანაპიროს ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი ადგილის - ბუნებრივი გამწვანების მაქსიმალურად შენარჩუნება და დაცვა. სუბტროპიკული მიკროკლიმატისა და საუკუნოვანი, უნიკალური კოლექციით განთქმული, ბოტანიკური ბაღის სიახლოვის გამო, „მწვანე კონცხი ბოტანიკოს“ შემოგარენი მრავალფეროვანი მცენარეული სამყაროთი გამოირჩევა.
„მწვანე კონცხი ბოტანიკო“ შედგება ორი დამოუკიდებელი 6 -სართულიანი საცხოვრებელი ბლოკისგან, რომელშიც განთავსებულია საერთაშორისო სტანდარტებით აშენებული 81 აპარტამენტი. ფართის დაახლოებით 30% უჭირავს ტერასებს, რაც მფლობელს ზღვასთან, მზესთან და ბუნებასთან სიახლოვის შეგრძნებას გაუჩენს. „მწვანე კონცხი ბოტანიკო“ იდეალურია ოჯახური, მშვიდი, კომფორტული დასვენებისთვის, რასაც ადგილმდებარეობა და სანაპიროს სიახლოვე განაპირობებს.“ - გიორგი მარრი, სილქ როუდ ჯგუფის“ უძრავი ქონების დირექტორი.
„მწვანე კონცხი ბოტანიკო“ მაქსიმალურდ არის მორგებული თანამედროვე ადამიანის საჭიროებებზე. დიდი სარეკრეაციო ზონით გარშემორტყმულ კომპლექსში მაცხოვრებლებს შეეძლებათ ისარგებლონ კონსიერჟის მომსახურებით, სავარჯიშო და სარელაქსაციო დარბაზებით, საბავშვო ღია აუზებით, რესტორნითა და (მიწისქვეშა) ავტოსადგომით. აქვე აღმოაჩენთ საფეხმავლო და ველოსიპედის ბილიკებს, სადაც შეძლებთ სეირნობას და ტროპიკული სიმწვანით დატკბობას. ბინები ბარდება დასრულებული რემონტით, გათბობისა და კონდიცირების ინდივიდუალური სისტემით, სამზარეულოს ავეჯით, ტექნიკითა და სრულად მოწყობილი სველი წერტილებით. ბინების ფართის არჩევანი 36-იდან 146-მდე კვადრატულ მეტრს შეადგენს.
კომპლექსის მაცხოვრებლებს საშუალება ექნებათ დამატებით ისარგებლონ ექსკლუზიური მაღალი ხარისხის მომსახურებით.
24-საათიანი დაცვა, ტექნიკური დახმარება, „ჭკვიანი სახლის“ სისტემებით აღჭურვილი ბინები და დასუფთავების მომსახურება ყველა ბინადარისთვის ხელმისაწვდომი იქნება.
კომპლექსის მშენებლობა დაწყებულია და 2022 წლის დეკემბერში მობინადრეებს სრულად გარემონტებული აპარტამენტები ჩაბარდება.
ვებგვერდი: www.botanico.ge
გაყიდვების სამსახური: 032 2 250 250
დაწერე კომენტარი