Pantone ყოველწლიურად აცხადებს წლის ფერს, ასეთი 2019-ში Living Coral, 2020-ში კი Classic Blue იყო. 2021 წლისთვის ორი ფერი - Ultimate Gray და Illuminating შეირჩა.
22 წლის განმავლობაში ეს მხოლოდ მეორე შემთხვევაა, როდესაც წლის ორი ფერი შეირჩა. პირველად ეს 2015-ში მოხდა, როდესაც 2016 წლის ფერებად Rose Quartz და Serenity გამოაცხადეს. ამ წელს, ორი ფერი გენდერულ ცვალებადობასა და სოციალურ პროგრესზე ამახვილებდა ყურადღებას. 2021 წელსაც, ორი ფერის შერჩევას მეტაფორული მნიშვნელობა ენიჭება. ნაცრისფერი წლის ფერად პირველად შეირჩა, ყვითლისთვის კი ეს მეორე წელია. Pantone Color Institute-ის ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ Ultimate Gray და Illuminating, მეტაფორულად ბნელი გვირაბის ბოლოს გამოჩენილ სინათლეს აღნიშნავს. Ultimate Gray, ნეიტრალური ნაცრისფერია, არც ძალიან მუქი, არც ძალიან ღია, მას Eiseman-ს, სანდო ნაცრისფერს უწოდებს.
ვიცე-პრეზიდენტის, Laurie Pressman-ის განცხადებით ასეთი უცნაური წლის შემდეგ 2021 წლისთვის ერთი ფერის არჩევა ურთულესი ამოცანა აღმოჩნდა. მისივე თქმით, მუშაობა თავიდან ერთ ფერზე დაიწყეს, თუმცა მალევე ახალი იდეა დაებადათ. ნაცრისფერი, ერთფეროვანი დღეების ფონზე იმედის ნაპერწკალი გაჩნდა, რაც ყვითელი ფერითაა წარმოდგენილი.
დაწერე კომენტარი