17 წლის მოდელი, რომელიც უკვე არაერთ ცნობილ მოდის სახლთან თანამშრომლობს, ამჯერად RED Valentino-ს კოლექციას წარადგენს.

 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by REDValentino (@redvalentino)

 

ახალგაზრდა მოდელი ამ ინდუსტრიაში რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა და დღესდღეობით, ასაკის მიუხედავად, ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ფიგურად ითვლება. ის თანამშრომლობს ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა  FENDI და NAFNAF,  ხოლო სულ ახლახან მოდელი Vogue Eye Wear-ის გადაღებებშიც გამოჩნდა. 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by REDValentino (@redvalentino)

 

RED Valentino-ს მოდის ხაზი ძირითადად ახალგაზრდა, ურბანული სტილის მქონე მომხმარებლებისთვისაა. იგი 2003 წელს შეიქმნა და Valentino-ს სულისკვეთების ყოველდღიურ ცხოვრებაში გადმოტანას ისახავს მიზნად.

ყოველ კოლექციაში  Pierrepaolo Piccioli განსხვავებულ კულტურებსა და საუკუნეებს ასახავს. ბრენდმა ახლახან გაავრცელა ახალი კოლექციის ფოტოები, სადაც სწორედ მატილდა  ირგებს მათ სამოსს.

მატილდას ამ დროისთვის კონტრაქტი აქვს წარმატებულ სამოდელო სააგენტოებთან: Look Modéls Managemént (საქართველო), Elite Copenhagen, Next Models, Munich Models (გერმანია) და Uno Models (ესპანეთი). ასევე მონაწილეობდა  Pull and Bear-ის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის კამპანიაში.