თუ თბილისში ბარნოვის ქუჩას განსაკუთრებით საღამოს საათებში ხშირად სტუმრობთ ხოლმე, მწვანე ფერის ნეონებით წარმოდგენილი დასახელება - “ზილიკოთქვენს ყურადღებას აუცილებლად მიიქცევდა. დედაქალაქი, რომელიც კეთილმოწყობილი კაფეების სიუხვით გამოირჩევა, ისეთ შთამბეჭდავ სივრცეებსაც გვთავაზობს, რომლებიც კაფეს მუშაობის ტრადიციული კონცეფციიდან უხვევს და მათი მულტიფუნქციური შესაძლებლობების წყალობით ჩვენს სასიამოვნოდ გაოცებასაც იწვევს. კაფეზილიკო”, რომლის ფილოსოფია თანამედროვე ეპოქის მოთხოვნებს ესადაგება, მომხმარებლებზე მაქსიმალურად მორგებულ გარემოს ქმნის და მათი კომფორტის ზონის შექმნაზე უკვე წელიწადზე მეტია ზრუნავს.

კაფეზილიკომ”, რომელიც საოჯახო ბიზნესს წარმოადგენს, სახელწოდება მფლობელთა ბებიის სახელის კნინობითი ფორმისდან მიიღო და ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ ის დადებითი აურა, რომელიც კაფეს ატმოსფეროს განუყოფელი ნაწილია, სტუმრების განწყობაზეც პოზიტიურად აისახება.

ზილიკოგამორჩეული კაფეა, სადაც საყვარელ ადამიანებთან ერთად თავისუფალი დროის გატარება დიდი სიამოვნების ტოლფასია და ამას არაერთი ფაქტორი განაპირობებს - კაფე ქართული ტრადიციული სამზარეულოს თანამედროვე ვერსიას გთავაზობთ და თავისი საფირმო კერძებით, რომლებიც სტუმრების ხშირი და საყვარელი არჩევანია, გაწბილებულს პრაქტიკულად ვერ დაგტოვებთ. “ზილიკომომხმარებლებს როგორც შიდა, ასევე გარე სივრცეებსაც სთავაზობს, რომლებიც ჯამში 100-120 პერსონაზეა გათვლილი. რადგანაც ბარნოვის ქუჩაზე მდებარე კაფე სტუმრებისათვის კომფორტის შექმნაზე მაქსიმალურადაა კონცენტრირებული, “ზილიკომათ დღის სხვადასხვა მონაკვეთში განსხვავებულად მასპინძლობს. თუზილიკოდღის მეორე მონაკვეთში ძირითადად საღამოს სასიამოვნოდ გასატარებელი ადგილია, იგი დღის საათებში საქმიანი შეხვედრებისათვის ხელსაყრელ გარემოს წარმოადგენს. “ზილიკოშიშეგიძლიათ დაგეგმოთ შეხვედრები უცხოელ პარტნიორებთან, თანამშრომლებთან ან სულაც მარტო ეწვიოთ და კაფეს მშვიდი გარემოს ფონზე მნიშვნელოვანი იდეების განხორციელებაზე იფიქროთ. გაოცებას ნამდვილად არ იწვევს ფაქტი, რომ კაფე ტურისტებისათვის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია და თუ ჯერ კიდევ ვერ გადაგიწყვეტიათ სად წაიყვანოთ პანდემიის შემდგომ საქართველოში საგანგებოდ ჩამოსული უცხოელი მეგობარი, თამამად შეგიძლიათ არჩევანი კაფე ზილიკოზეშეაჩეროთ.

 

თბილისში კაფეზილიკოსგანსაკუთრებული ცნობადობა იქ არსებული გრანდიოზული ღვინის კუთხითაცაა განპირობებული, სადაც ქართველი მცირე მეწარმეების მიერ დამზადებული ღვინოებია წარმოდგენილი. აღნიშნული კუთხე სტუმრებს ქართველი მეღვინეების პროდუქციის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. კაფეზილიკომათ სასმელის სპეციალურ ფასად შეძენისა და თან წაღების საშუალებასაც აძლევს

აღსანიშნავია, რომ კაფე სტუმრებს მხოლოდ გემრიელი სამზარეულოთი კი არ იზიდავს და ანებივრებს, არამედ მათ დახვეწილი დიზაინის ექსტერიერისა და ინტერიერის სივრცეებსაც სთავაზობს. თუ კაფეზილიკოსერთხელ მაინც წვევიხართ, აუცილებლად მოიხიბლებოდით იმ შთამბეჭდავი სანახაობით, თუ როგორ ბუნებრივად ერწყმის ვინტაჟური სტილი თანამედროვე ელემენტებით აღჭურვილ გარემოს. კაფეს გარე სივრცეს ბევრი მცენარე ამშვენებს, რაც განსაკუთრებით ბუნების მოყვარულ ადამიანებზე პოზიტიურ კვალს ტოვებს. ზილიკოსშთამბეჭდაობა მისი ლოკაციითაც არის განპირობებული, რადგან კაფე იმ უნიკალურ ადგილას მდებარეობს, რომელიც მრავალწლიან ისტორიასა და მოგონებებს ინახავს.

შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებითზილიკოსსამუშაო პრაქტიკა კაფეს ფუნქციონირების კლასიკურ სტილს სცდება და მისი სივრცე ბევრი მნიშვნელოვანი აქტივობისთვისაა განკუთვნილი. ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ კაფეზილიკოსარაერთი შემოქმედებითი გუნდი სტუმრობს რეკლამების გადასაღებად, პრეზენტაციებისა და ღონისძიებების დასაგეგმად. “ზილიკოშიეწყობა გამოფენა-გაყიდვები და ხშირია საქველმოქმედო ხასიათის ღონისძიებებიც.აღსანიშნავია ისიც, რომზილიკომცირე მეღვინეების პროდუქციის პოპულარიზებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რაზეც კაფეში მათ საქმიანობასთან დაკავშირებული პრეზენტაციები და ღვინის დეგუსტაცია მეტყველებს. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებშიზილიკომცირე მეღვინეების სასტუმრო-სახლს ერთი დღით მასპინძლობს.

სივრცის მულტიფუნქციურობაზე ისიც მეტყველებს, რომ კაფეზილიკოშივიზიტით შესაძლებლობა გაქვთ ქართველი თანამედროვე დიზაინერების კოლექციებსაც გაეცნოთ და სახლისაკენ მათი სამოსით ხელდამშვენებულმა გასწიოთ. ქართული ბრენდილაბადა” “ზილიკოსთანკოლაბორაციის ფარგლებში სტუმრებს წყალგაუმტარი ლაბადების, ნაქსოვი სამოსისა და სხვადასხვა აქსესუარების შეძენას სთავაზობს.

ამ ეტაპზე პანდემიური ვითარების გათვალისწინებით „ზილიკოს“ მუშაობა დროებით შეჩერებულია, თუმცა მას შემდეგ, რაც მსოფლიოში არსებული სიტუაცია უკეთესობისაკენ შეიცვლება, კაფე მუშაობას ისევ განაგრძობს და სტუმრებს არაერთი შთამბეჭდავი ღონისძიებით გაანებივრებს. დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ ეწვიოთ კაფე „ზილიკოს“ Instagram-ისა და Facebook-ის გვერდებს. მისამართი: თბილისი, ბარნოვის 64