დღის ყველაზე მნიშვნელოვანი კერძი - ასე უწოდებენ საუზმეს, რომელიც ჩვენი ენერგიისა და ამაღლებული განწყობის გარანტია. ცხელი აბაზანის შემდეგ გემრიელი საუზმე ჭიქა ყავასთან ერთად დილის იდეალურ დასაწყისს განაპირობებს, განსაკუთრებით კი ზამთარში, როდესაც ხშირად უფრო მოდუნებულები და ნაკლებად ენერგიულები ვართ. თუმცა საუზმე არამხოლოდ დღის კარგი დასაწყისისთვის, არამედ ჩვენი ჯანმრთელობისთვისაც მნიშვნელოვანია, რომელიც ვიტამინებისა და მინერალების სასურველი რაოდენობის მიღებაში გვეხმარება. ჩვენთანაც ნელ-ნელა უფრო და უფრო მკვიდრდება ჯანსაღი საუზმის კულტურა და სულ უფრო მეტი ადამიანი ცდილობს დილა გემრიელი და ნატურალური პროდუქტებით დაიწყოს. სწორედ ამიტომ, ჟურნალი Hammock დილის კონცეპთან ერთად ახალ რუბრიკას - "დილის გემოს" გთავაზობთ, რომელშიც იმ ადგილებს გირჩევთ, საიდანაც საუზმის გამოძახება თქვენი დილის რიტუალის ნაწილი გახდება.

 

Cafe Stamba

 

 

კაფე "სტამბა" თავის მომხმარებელს საუზმის რამდენიმე ვარიაციას სთავაზობს, რომელიც როგორც შედარებით მსუბუქ, ასევე ნოყიერ მენიუს ითვალისწინებს. ომლეტით დაწყებული, ავოკადოს სალათითა და გრანულის სხვადასხვა ვარიანტით დამთავრებული - "სტამბას" სამზარეულო თქვენს დილას მეტ ენერგიას შემატებს.ამასთან, "სტამბას" საცხობში ახლად დამზადებული სხვადასხვა სახის ჯანსაღი და გემრიელი პურისა თუ ფუნთუშეულის დაგემოვნებაცაა შესაძლებელი, რომელიც დილის რუტინას კიდევ უფრო მადისაღმძვრელს გახდის.

დილის 9 საათიდან შუადღის 12 საათამდე ნატურალური ინგრედიენტებით მომზადებული საუზმის გამოძახება თქვენთვის სასურველ ადგილას, სახლიდან გაუსვლელად,  Wolt-ის აპლიკაციით შეგიძლიათ. 

 

They Said Books

 

 

They Said Books, სადაც უამრავ საინტერესო წიგნსა და კონცეპტუალურ ნივთებს შეხვდებით, მისი მსუბუქი, ევროპული Coffee Shop-ისთვის დამახასიათებელი სამზარეულოთიც გამორჩეულია, რომელიც დიდ ყურადღებას ჯანსაღი ცხოვრების წესს უთმობს. სწორედ ამიტომ They Said Books-ის საუზმის მენიუ მდიდარია რძის ნაწარმის, ხილისა და ბოსტნეულის ნატურალური პროდუქციით.

თუკი თქვენი დილა გემრიელ ყავასთან და მსუბუქ კერძებთან ასოცირდება, გირჩევთ საუზმე They Said Books-იდან შეუკვეთოთ, რადგან five elephant-ის სურნელოვანი ყავის დაგემოვნებას სწორედ აქ შეძლებთ. 

 

Ska Juice Bar • სკა ჯუს ბარი

 

 

Ska Juice Bar-ი პირველი კაფეა თბილისში, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის კონცეფციას ატარებს და სპეციალურად ამ მიზნით შეიქმნა. დღის გემრიელად და რაც მთავარია ჯანსაღად დასაწყებად პროტეინებით მდიდარ ვეგანურ თასსა და ჩიაზე დამზადებულ გრანულებს გირჩევთ. რაც შეეხება სასმელს, სკა მის მომხმარებელს სხვადასხვა სახის პროტეინებით მდიდარ შეიკებსა და წვენებს სთავაზობს, რომლის შემცველობაც მდიდარია ორგანიზმისთვის საჭირო მინერალებით.

დილას Ska Juice Bar-დან საუზმის გამოძახება, ავტომატურად ვიტამინების დიდ რაოდენობასთან ასოცირდება, რომელიც თქვენს დღეს უფრო სასიამოვნოს გახდის. 

 

Skola Coffee & Wine Bar

 


უამრავი ადამიანისთვის დილა ყავის გარეშე წარმოუდგენელია. Skola Coffee & Wine Bar კი სწორედ მისი უგემრიელესი პრესისა და ფილტრის ყავითაა გამორჩეული, რომელიც დილით მეტ მხნეობას შეგმატებთ.

ყავასთან ერთად Skola Coffee & Wine Bar უფრო ნოყიერი საუზმის მენიუს გთავაზობთ, რომელშიც ყველა ის ვიტამინები და მინერალებია გათვალისწინებული, რაც დილით ორგანიზმისთვის აუცილებელია.

მადის აღმძვრელი ბლინებისა და მაჭკატების გამოძახება ჭიქა ყავასთან ერთად Wolt-ის აპლიკაციითაა შესაძლებელი. 

 

14 მარცვალი

 

"14 მარცვალი" განსაკუთრებულია თავისი საცხობით, რომელიც მომხმარებელს ქართული, ბიოფქვილით დამზადებულ გემრიელ და ჯანსაღ პურსა და ფუნთუშეულს სთავაზობს. თუმცა, "14 მარცვლიდან" Wolt-ის აპლიკაციის მეშვეობით საუზმეზე კვერცხის სხვადასხვა ალტერნატიული კერძების გამოძახებაც შეგიძლიათ. მრავალფეროვანი ტექნიკით მომზადებული კვერცხი - იქნება ეს ომლეტის როლები თუ ბენედიქტი - ენერგიით სავსე დღის დასაწყისის გარანტი გახდება.

 გაითვალისწინეთ, რომ დღის ყველაზე მნიშვნელოვანი კერძის გამოძახებისას მომხმარებლებს, რომლებიც ვოლტზე შეკვეთას თიბისის მასტერქარდის ნებისმიერი ბარათით განახორციელებენ, გადახდილი თანხის 20% ბარათზე უკან დაუბრუნდებათ.