ბრენდის ჩვენება სახელწოდებით - “I wish you were here” უდაბნოში, ალჟირის ოაზისთან, სწორედ იმ ადგილის მახლობლად გაიმართა, სადაც მისი  დამაარსებელი გაიზარდა. რაც შეეხება შოუს სახელწოდებას, ის იმ ადამიანებს მიეძღვნა, ვინც გვიყვარდა და დავკარგეთ - სწორედ ერთ-ერთი ასეთია   ივ სენ ლორანი, როგორც  ამ ჩვენების მთავარი  ინსპირაცია. 




მიუხედავად იმისა, რომ კოლექციაში ვხვდებით ივ სენ ლორანისთვის დამახასიათებელ პრიალა მოსაცმელებსა და სადა შარვლებს, ამჯერად ბრენდის სილუეტები ბევრად უფრო ჰაეროვანი და თავისუფალია. ვაკარელოს ახალ კოლექციას კლოდ ლალანის მიერ შექმნილი ხელნაკეთი სამკაულები ამშვენებდა.