სულ ცოტა ხნის წინ Hammock Magazine-ის ინსტაგრამ აუდიტორიამ “მეამას” 17 სახეობის სხვადასხვა ყავისთვის შესაბამისი ევროპული და ამერიკული ფილმების  საინტერესო ჩამონათვალი იხილა. ისევე როგორც “მეამას” ყავის სხვადასხვა სახეობის თითოეული კაფსულა, ჩვენ მიერ შერჩეული ფილმებიც ერთმანეთისგან ფერებით, ხასიათით, კონცეფციითა და მათ მიერ ჩვენზე მოხდენილი განსაკუთრებული შთაბეჭდილებებით განხვავდება.

03 - My Blueberry Nights

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ჩინელი რეჟისორის, კარ ვაი ვონგის  ფილმებიდან ესთეტიკურად ყველაზე განსხვავებულ ფილმს “მეამას” ცისფერი ევროპული კაფსულა შეესაბამება. ფილმის მთავარი გმირის, ელისაბედის მსგავსად ჭეშმარიტებისა და საკუთარი თავის მაძიებელთათვის ეს არომატი ნამდვილად საუკეთესო გზაა.

04 - Soy Cuba  

მიხეილ კალატოზიშვილის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი, რომელიც  ვიზუალურადაც  გამოირჩევა, ჩვენს სიაში ევროპული ფორმატის 04-ის ეგზოტიკურ გემოს შევუსაბამეთ. კალატოზიშვილის კინოსურათი სწორედ რომ  ამ კულტურის მქონე ხალხის რევოლუციამდელ სულისკვეთებას და თავისუფლებისადმი სწრაფვის სურვილს განაკუთრებულად ეგზოტიკურ და მისი სხვა ფილმებისგან განსხვავებულ კადრებში გვაჩვენებს.

05 - Blue is the warmest color

პირველი ფილმი,  რომელიც ლურჯი ფერის დანახვისას გვახსენდება, რა თქმა უნდა, აბდელატიფ კეშიშის Blue is the Warmest Color-ია. ლურჯი, რომელიც ყველაზე თბილი ფერია, ყველაზე მეტად “მეამას” ამავე ფერის ევროპულ კაფსულას შეესაბამება.

06 - Volver - მეტი ინტენსიურობისთვის

თუკი ლურჯზე ერთი კონკრეტული ფილმი გვახსენდება, წითელი ფერი შეგვიძლია მთლიანად ერთ ყველასთვის კარგად ცნობილ და საყვარელ რეჟისორს, პედრო ალმოდოვარს დავუკავშიროთ. ალმოდოვარის პოპკულტურისგან აღებულ ესთეტიკაში არაფერი არ არსებობს ამ ფერის გარეშე და, როგორც თავად ამბობს, იმ ემოციას, რაც  ესპანური კულტურისთვისაა დამახასიათებელი, ყველაზე უკეთ სწორედ წითელი გამოხატავს. ალმოდოვარის 2006 წელს გადაღებულ ფილმ "დაბრუნებაშიც" მთელი ვიზუალური ესთეტიკა სწორედ წითლის გარშემო ერთიანდება, ეს ყველაზე ექსპრესიული ფერია რომელიც, როგორც რეჟისორი ახასიათებს, ერთდროულად სიცოცხლეს, სიკვდილს, სიყვარულსა და ვნებას გამოხატავს, ფილმშიც სწორედ ამავე სიმბოლურ მნიშვნელობას ატარებს.

07 -  To Catch a Thief  

გრეის კელისა და კელი გრანტის მონაწილეობით ალფრედ ჰიჩკოკის მიერ გადაღებული ფილმი თავისი მწვანე შუქის ესთეტიკით “მეამას” ამავე ფერის  07 ევროპულ კაფსულას გვაგონებს, რომელიც განუმეორებელი და დახვეწილი წამის შესაგრძნობად საუკეთესო არჩევანია.

08 - Dreams

“მეამას” 08 ფორმატის დაგემოვნებისას ჩვენს წარმოდგენაში ყველაფერი ისე ლაგდება, როგორც აკირა კუროსავას  ყველაზე ესთეტიკურ ფილმში. რვა  ერთმანეთისგან დამოუკიდებელი  სურათი, რომელიც რეჟისორის სიზმრების ინტერპრეტაცია და საკუთარი შინაგანი სამყაროს გამოხატულებაა, სათქმელს მარტივად და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კუროსავასთვის დამახასიათებელი ულამაზესი კადრებით გადმოსცემს.

ჟოლო - The Grand Budapest Hotel

რეჟისორი, რომელიც სამყაროს ვარდისფერ ფერებში ხედავს, რა თქმა უნდა, უეს ანდერსონია. მის ფილმებში პასტელური ვარდისფერი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს, "სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი" ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორ უყვარს და რამხელა მნიშვნელობას ანიჭებს რეჟისორი ამ ფერს. ჩვენს სიაში “მეამას” ამერიკული ფორმატის, ახალ, მთის ჟოლოს არომატს და მის ვარდისფერ კაფსულას სწორედ სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი შევუსაბამეთ.

ქოქოსი - The Beach

“მეამას” კიდევ ერთი ახალი გემო მაკაპუნო ქოქოსი, რომელიც ზაფხულის ეგზოტიკურ სამყაროში გვამოგზაურებს, ძალიან გვახსენებს ლეონარდო დიკაპრიოს მონაწილეობით გადაღებულ ფილმს The Beach. იმისთვის, ვისაც ეგზოტიკური სამყარო, მოგზაურობა და თავგადასავლების ძიება ხიბლავს, მეამას ეს არომატიც და დენი ბოილის ეს ფილმიც ნამდვილად ზედგამოჭრილია.

ვანილი - Vanilla Sky

“მეამას” ამერიკული ფორმატის ვანილის არომატი კემერონ კროუს ფილმ Vanilla Sky-ს შევუსაბამეთ. რეჟისორის 2001 წელს გადაღებული სამეცნიერო ფანტასტიკური თრილერი თავისი ვიზუალური ესთეტიკით და სახელწოდებით ზუსტად შეესაბამება “მეამას” ყავის ვანილის არომატს.

კარამელი - Cassablanca

მას, ვისაც ჩვენ მსგავსად “მეამას” კარამელის გემო სიყვარულს ახსენებს, მაიკლ ქერთიზის ყველა დროის კლასიკად აღიარებულ "კასაბლანკას" უნდა უყუროს. ინგრიდ ბერგმანისა და ჰემფრი ბოგარტის მონაწილეობით გადაღებული ეს ფილმი სწორედ მათთვისაა, ვისაც სურს რომ სიყვარულის ნამდვილი გემო შეიგრძნოს.

ტყის თხილი - Vertigo

“მეამას” ყავის თავბრუდამხვევი არომატი ალფრედ ჰიჩკოკის 1958 წელს გადაღებულ "თავბრუსხვევას" გვახსენებს, რადგან ბრაზილიური ყავის ეს ნაზავი, რომელსაც ტყის თხილის არომატი აქვს დამატებული, ნამდვილად თავბრუდამხვევ სასმელს ქმნის.

უკოფეინო -Permanent Vacation

ყავის განსაკუთრებული მოყვარულებისთვის “მეამას” უკოფეინო ყავა დღის ნებისმიერი მონაკვეთის, განსაკუთრებით კი საღამოს უდარდელი გადაწყვეტილება და საუკეთესო გამოსავალია. Permanent Vacation კი სწორედ ის ფილმია, რომელიც თავისი შინაარსით უკოფეინო ყავის კონცეფციას შეესაბამება.

კოლუმბია 03 - The Aviator

ღიად მოხალული კოლუმბიური არაბიკასთვის, რომლისთვისაც რძიანი შოკოლადის სიტკბოა დამახასიათებელი, მარტინ სკორსეზეს ფილმი - "ავიატორი" შევარჩიეთ, ორივე მათგანი სწორედ მათთვისაა, ვისაც სურს, რომ წამი დასამახსოვრებელი გახადოს.

სალვადორი 04 - Coffee and Cigarettes

ელ-სალვადორის განსაკუთრებულად დაბალანსებული ყავის გასინჯვისას ძნელია ერთ ფინჯანზე შეჩერდე, სწორედ ამიტომ “მეამას” ამ გემოს ჯიმ ჯარმუშის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი - "ყავა და სიგარეტი" შევუსაბამეთ - ამ სასმელს მთავარი გმირების ცხოვრებაში ძალიან დიდი ადგილი უჭირავს.

ეთიოპია 05 - Pierrot Le Fou

მათთვის, ვინც ცხოვრების განსხვავებულ გემოს ეძებს, “მეამას” ეთიოპია 05, რომელიც ჩაის ტონებითა და ღვინისთვის დამახასიათებელი მჟავიანობითაა გაჯერებული, საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება. ისევე როგორც ჟან ლუკ გოდარის 1965 წელს გადაღებული "შეშლილი პიერო", რომელიც სწორედ ამ ტიპის ადამიანის შესახებ მოგვითხრობს.

გვატემალა 07 - Darjeeling Express

გვატემალა 07, რომლის გასინჯვაც გემოების უჩვეულო თავგადასავალს გვთავაზობს, ზუსტად შეესაბამება თავგადასავლების მაძიებელი სამი ძმის ისტორიას უეს ანდერსონის ფილმში - Darjeeling Limited.

 ბრაზილია 08 - The Favorite

 

ბრაზილიური ყავის მარცვლების გემო, რომელიც ამ სიაში ჩვენი ფავორიტია, ამავე სახელწოდების ფილმს მივუსადაგეთ. საინტერესოა ამ მრავალფეროვანი სიიდან რომელია შენი ფავორიტი?