ფოტოგრაფ დეივიდ სორენტის ცხოვრებასა და შემოქმედებას გასულ წელს წიგნის, ფილმისა და გამოფენის სახით მიაგეს პატივი. ფოტოგრაფი 20 წლის ასაკში    გარდაიცვალა, სწორედ ამის შემდეგ სორენტების  ოჯახმა მისი გადაღებული ფოტოების დაარქივებისა და გამოქვეყნების ხანგრძლივი და რთული პროცესი დაიწყო.

 

“დეივიდის არქივებში მუშაობა ჩემთვის ძალიან რთული იყო, რადგანაც მე ყველა ეს მოგონება  კარგად მახსოვდა და ეს მოგონებები მხოლოდ იმისთვის იყო, რომ ისინი თავიდან განმეცადა.  მე და დეივიდს უჩვეულოდ კარგი ურთიერთობა გვქონდა,” - განაცხადა გასულ წელს ფოტოგრაფის დედამ ფრანჩესკა სორენტიმ.

ახალი წიგნი - ”დეივიდ სორენტის პოლაროიდები“  ფოტოგრაფის ნიჭსა და მის ბრწყინვალებას  ადასტურებს - მარტივი, უცვლელი ფორმატი, და დეივიდი, რომელიც  პოლაროიდების კამერით ფართო გზას აძლევს ფერებს, ინტიმურობას და გულწრფელობას. ნიუ-იორკის სახურავებიდან მის საწოლამდე  - პოლაროიდები  მკაფიო მაგალითია იმისა, რომ დეივიდი მუდამ ცდილობდა დაწესებული საზღვრების გარღვევას და ცხოვრობდა მხოლოდ იმ სამყაროში, რომელიც მხოლოდ მას და მის მეგობრებს ეკუთვნოდა.

“დეივიდისა მისი მეგობრების ცხოვრების წესი ყოველთვის მაინტერესებდა, არ ჰქონდა მნიშვნელობა იმას, თუ სად იყო და რას აკეთებდა, მსჯელობდა, ყვიროდა თუ იცინოდა, მას კამერა სულ თან ჰქონდა, ფოტოებს კი ძალიან ბუნებრივად იღებდა”, - იხსენებს ფოტოგრაფის დედა.