თბილისის ქუჩებში სეირნობისას თვალს ულამაზეს ფერად ვიტრინებს მოჰკრავთ, ახლოს თუ მიხვალთ, შეამჩნევთ, რომ ის, რაც შორიდან ვიტრაჟული ხელოვნების ნიმუშს გაგონებთ, სინამდვილეში "მეამას" ყავის კაფსულებისგან შექმნილი სტენდის დიზაინია, იქვე იგრძნობთ ყავის განსაკუთრებულ არომატსაც - ესეც "მეამას" ყავის კაფსულების დამსახურებით, და თუკი რამდენიმე წუთით შეჩერდებით, გპირდებით დარჩენილ გზას აუცილებლად ახალი აღმოჩენებით განაგრძობთ.
საქმე ისაა, რომ თბილისის რამდენიმე უბანში: აბაშიძის 65-ში, ფალიაშვილის 36-ში, მარსელის 8-ში და ბუკიას ბაღში “მეამა ქოლექთის” ახალი, განსხვავებული კონცეფციის ობიექტები უკვე გაიხსნა, რომლებიც მომხმარებელს ე.წ. takeaway სერვისს სთავაზობს. ჩამონათვალს სულ მალე M2-ში, იპოდრომთან გახსნილი ახალი ობიექტიც დაემატება, უახლოეს მომავალში კი იმ ადგილების რაოდენობა, სადაც “მეამას” ახალი კოქტეილების დაგემოვნებას შეძლებთ, დედაქალაქის მასშტაბით კიდევ უფრო გაიზრდება. ტყის თხილი, კარამელი, ვანილი... სულ 17 უკვე კარგად ნაცნობი გემო, რომელთაც ახლახან მაკაპუნო ქოქოსისა და მთის ჟოლოს ამერიკული კაფსულებიც დაემატა, "მეამას" ყავის მოყვარულ მომხმარებელს ჯერჯერობით თბილისის ოთხ ადგილას შეხვდება. თუმცა არც უკვე კარგად ნაცნობი გემოები და არც გიორგი ხმალაძის მიერ შექმნილი თვალისმომჭრელი დიზაინი არ არის ის მიზეზი, რის გამოც "მეამა ქოლექთთან" უნდა შეჩერდეთ, თქვენ აქ საშუალება გექნებათ "მეამას" ბარისტების მიერ კაფსულის ყავის უნიკალურ რეცეპტზე დაფუძნებული კოქტეილები დააგემოვნოთ.
კოქტეილები მოხმარებლის გემოვნების გათვალისწინებით შეიქმნა. “მეამა ქოლექთის” გახსნამდე, ახალ ობიექტებზე განთავსებულ ბანერებზე გამოსახული იყო QR კოდები, რომელზე დასკანერებით მსურველებმა მონაწილეობა მიიღეს გამოკითხვაში, რომლითაც მათთვის საყვარელი გემოები გამოავლინეს. სწორედ ამ პასუხებზე დაყრდნობით შეიქმნა "მეამას" ყავის კოქტეილების ახალი და უნიკალური რეცეპტები.
გაგისინჯავთ ჩიზქეიქის კაპუჩინო, მარწყვის ლატე, ყავა ციტრუსის, ბანანის ან შოკოლადის არომატით? "მეამა ქოლექთი" სწორედ ამ ახალი გემოების აღმოსაჩენად შეიქმნა. პირადად ჩემთვის, დაგემოვნებამდე, კაპუჩინო ჩიზქეიქის არომატი ნამდვილად საინტერესო, ცოტა უცნაური და დაუჯერებელი აღმოჩენაც კი იყო. ვერ წარმომედგინა, რომ ყავას თავის გემოში ამდენი სხვადასხვანაირი არომატის დატევა შეეძლო. ყავასთან დაკავშირებული აღმოჩენები და ახალი გამოცდილების მიღება კი უკვე დღეიდან არის შესაძლებელი.
საკმარისია მხოლოდ შეჩერდეთ, მობილურის ეკრანი QR კოდს მიუახლოოთ და თქვენ წარმოდგენილი მენიუდან სასურველი დიზაინის ჭიქაში ჯერჯერობით ახალი, დაგემოვნების შემდეგ კი თქვენთვის საყვარელი გემოს ყავას მიიღებთ, რაღა თქმა უნდა, სოციალური დისტანციისა და უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით.
ამიტომ აუცილებლად შეჩერდით იქ, სადაც "მეამას" ყავის ფერადი კაფსულებისგან შექმნილ ვიტრინას დაინახავთ, შესაძლოა ამ გაჩერებამ თქვენი გზა ძალიან საინტერესო და აღმოჩენებით სავსე გახადოს.
დაწერე კომენტარი