გავრცელებული ინფორმაციით, სერიალი ეკრანებს ოდნავ შეცვლილი სამსახიობო გუნდით დაუბრუნდება, მინისერიალში მონაწილეობას აღარ მიიღებს კიმ კატრალი, რომელმაც სამანტა ჯონსის - ძლიერი, სექსუალური და დამოუკიდებელი ქალის როლი წლების განმავლობაში მოირგო.
მინისერიალისთვის ნაკლებ ეპიზოდებს გადაიღებენ და როგორც მსახიობებმა განაცხადეს, მათი როლები არ შეიცვლება.
HBO Max-ის წყაროებმა 23 დეკემბერს Deadline-ს ინფორმაცია სერიალის cast-ის შესახებ დაუდასტურეს, ხოლო Page Six ინფორმაციას ავრცელებს, რომ სარა ჯესიკა პარკერი, სინტია ნიქსონი და კრისტინ დევისი ეკრანებს უბრუნდებიან, თუმცა კიმ კატრალი - არა. გასულ სექტემბერს პარკერმა Entertainment Tonight-ს განუცხადა, რომ მას სურს სერიალის ზოგიერთ ეპიზოდზე თავიდან მუშაობა, რასაც გადახედვას ან გახსენებას უწოდებდა.
”მინდა ვნახო, სად არიან ისინი, - განაგრძო მან. - მაინტერესებს, თუ როგორ შეიცვალა მათი სამყარო ფილმის შემდეგაც კი. დიდი დრო გავიდა და სამყარო ძალიან შეიცვალა; განვითარდა ტექნოლოგია და სოციალური მედია. ჩვენს პერსონაჟებს არასდროს ულაპარაკიათ სოციალურ ქსელებზე, რაც, ჩემი აზრით, მართლაც საინტერესო იქნებოდა, ასევე არასოდეს უფიქრიათ სექსუალურ შევიწროებასა და #MeToo მოძრაობაზე. ვფიქრობ, რომ კერი ბრედშოუს ძალიან მოუნდებოდა თავისი გრძნობებისა და აზრების გაზიარება”, - განაცხადა სარა ჯესიკა პარკერმა.
თუ როდის დაიწყება მუშაობა სერიალზე, დეტალები ჯერჯერობით უცნობია. მანამდე კი შეგვიძლია საკულტო სერიალი A Sex and the City გავიხსენოთ და თავიდან განვიცადოთ ნიუიორკელი მეგობრების დაუვიწყარი გრძნობები და ემოციები.
დაწერე კომენტარი