მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი კერძები, რომლებიც ცოცხალი, ფერადი, ზოგჯერ ძალიან ცხარე, თუმცა მხოლოდ ამ კულტურისთვის დამახასიათებელი არომატული ინგრედიენტებით გამოირჩევა. ასეთია მექსიკური კულინარიის ძირითადი დამახასიათებელი დეტალები, კულინარიის, რომლის ისტორიაც დაახლოებით ცხრა ათასწლეულის წინათ, ჯერ კიდევ მაიას ცივილიზაციაში ჩამოყალიბდა. ადგილობრივ ინგრედიენტებზე, მაგალითად, სიმინდი, ავოკადო ან ჩილის წიწაკა, დაყრდნობით შექმნილმა ტრადიციულმა კერძებმა სხვადასხვა დროს ესპანური და ამერიკული კულტურის გავლენა განიცადა, თუმცა თავისი ავთენტურობის შენარჩუნება მაინც მოახერხა და განსაკუთრებული გემოვნური თვისებების გამო UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსიც მიიღო.
სიმინდის ფქვილისაგან მომზადებული ტორტილას ფორმა მექსიკაში თითქმის ყველა კერძის აუცილებელი თანმხლები ატრიბუტია, მხოლოდ თუნდაც ამიტომ, მექსიკური სამზარეულო ალბათ ყველაზე უკეთ ერგება თანამედროვე ცხოვრების რიტმსა და ე.წ. სწრაფი კვების იდეას. სწორედ მექსიკური ტრადიციული კულინარიის სწრაფი ფორმით შეთავაზება წარმოადგენს სულ ახლახან თბილისში გახსნილი - "აჰორიტას" ძირითად იდეასაც, რომლის უგემრიელესი მენიუს დაგემოვნება მალე Wolt-ის სახლში მიტანის სერვისით იქნება შესაძლებელი. გარდა ამ თავისთავად საინტერესო სიახლისა, ჩვენთვის აღსანიშნავია, ისიც რომ "აჰორიტას" ბრენდის შეფუთვასა და ლოგოზე დამფუძნებლებთან ერთად Hammock Magazine-ის გუნდმა იმუშავა, ილუსტრაციები, რომლებიც ძალიან საინტერესოდ გადმოსცემენ ბრენდის კონცეფციას დიზაინერ Kvachi-ს ეკუთვნის, ფოტოები კი, რომლებზეც "აჰორიტას" უგემრიელესი მენიუა ასახული ფოტოგრაფმა ლუიზა ჩალათაშვილმა გადაიღო.
"აჰორიტას" მენიუ მექსიკურისთვის დამახასიათებელი მრავალფეროვნებითა და დახვეწილი სიმარტივით გამოირჩევა. თქვენ აქ ბოტნეულის, ქათმის, ღორის ან ხბოს ხორცისგან დამზადებული ტრადიციული ბურიტოს და ტაკოს დაგემოვნება შეგეძლებათ, რა თქმა უნდა, გუაკამოლესა და სალსას სოუსების თანხლებით. მენიუში შეხვდებით ტორტილასგან ან ტოტოპოსგან მომზადებულ ნაჩოსაც, რომელსაც ყველის სოუსით მოგართმევენ, ასევე თევზისა და ქათმის ხორცისგან მომზადებულ კესადიას და ფახიტასს, რომელთა გარეშეც მექსიკური სამზარეულო ალბათ არავის წარმოუდგენია, ისევე როგორც ტეკილასა და ციტრუსისგან დამზადებული მარგარიტას კოქტეილის გარეშე, რომელსაც "აჰორიტას" მენიუში აუცილებლად შეხვდებით.
განსაკუთრებული მადლობა Object-ს და Motif-ს.
დაწერე კომენტარი