მწერალმა და მუსიკოსმა ერეკლე დეისაძემ და მუსიკოსმა ბექა კუნდალინმა, იგივე Nimit_ta-მ, რამდენიმე დღის წინ ახალი კომპოზიცია გაავრცელეს. “თავდავიწყების დროა” - ასე ჰქვია მათ ახალ ნამუშევარს, რომელიც მუსიკოსების ერთობლივ EP-ში იქნება წარმოდგენილი. დაგეგმილი EP-ის გამოსვლამდე ტრეკის მოსმენა ერეკლე დეისაძის Youtube-ის გვერდზეა შესაძლებელი.