ესპანური ბრენდი LOEWE “გიბლის” ცნობილ ანიმაციასთან - “ჩემი მეზობელი ტოტორო” კოლაბორაციას აანონსებს.
“ჩემი მეზობელი ტოტორო” სტუდიო გიბლის 1988 წლის ანიმაციაა, რომელიც დების, მეისა და საცუკის ტყის უცხო და საყვარელ არსებასთან, ტოტოროსთან მეგობრობის ამბავს მოგვითხრობს. დიზაინერი ჯონათან ანდერსონი გვთავაზობს ანიმაციით ინსპირირებულ ტყავის ჩანთებს, ტანსაცმელსა და სხვა აქსესუარებს. გიბლის სტუდიოს დეტალებით შექმნილი კოლექცია, ანდერსონის თქმით, გვახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბუნება და შინაგანი ბავშვობის შენარჩუნება. ტოტორო, რომელსაც მხოლოდ ბავშვები ხედავენ, ამის ნათელი სიმბოლოა. ანდერსონის აზრით, ანიმაცია ბავშვს და მოზარდს ერთნაირად ესაუბრება, ის ხელოვნებაა ანიმაციის სახით. შესაბამისად, LOEWE-სა და ამ ანიმაციის კოლაბორაციით შექმნილი კოლექცია აღნიშნავს საერთო სიყვარულს ხელობისა და ხელოვნების მიმართ, რომელიც გამოხატულია LOEWIE-სა და სტუდიო გიბლისთვის დამახასიათებელ სტილში.
დაწერე კომენტარი