რეჟისორისა და ბრენდის კოლაბორაცია 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის წარმოდგენას ისახავს მიზნად.
მართალია, ჰელოუინამდე ჯერ 300 დღეზე მეტია დარჩენილი, თუმცა ივ სენ ლორანის ახალ კოლექციაში უკვე იგრძნობა მისი განწყობა. პარიზულმა ბრენდმა გასპარ ნოესთან ერთად ამ კვირაში წარადგინა ფილმი, რომელიც მიეძღვნა დარიო არგენტოს საკულტო ფილმ “სუსპირიას”.
ფილმის დასაწყისში ჩანს მოდელი, რომელიც ტყეში იკვლევს გზას, რომლის ბოლოსაც რეჟისორს მეწამულ ფერებში გადაწყვეტილ თეატრში მივყავართ, სადაც ვხედავთ ბრენდის მუზას - შარლოტა რემპლინგს.
ივ სენ ლორანის ყვავილებიან, ბუმბულებით მორთულ კაბაში გამოწყობილი მსახიობი მაყურებელს დიდი მადამ ბლანკის ასოციაციას უქმნის. მოკლემეტრაჟიან ვიდეოში ვხვდებით ასევე, გასპარ ნოეს მანიაკალურ საცეკვაო შედევრს ფილმიდან - „კლიმაქსი“.
2019 წლის Lux Æterna-ს შემდეგ ენტონი ვაკარელოსთვის ეს უკვე მეორე კოლაბორაციაა გასპარ ნოესთან. ვიდეო სრულდება დერეფნების კადრით, სადაც ჩანს, როგორ ირევა ხავერდის კაბაში გამოწყობილი უამრავი მოდელი, რომელთა შორისაც არიან სორა ჩოი და ანოკ იაი.
დაწერე კომენტარი