მსოფლიოში და შესაბამისად,  ქართული მეღვინეობის დარგში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ნატურალური ღვინის მიმართულება, რომლის მთავარი პრინციპიც ყველანაირი დანამატის გარეშე ღვინის დაყენებას გულისხმობს. ბუნების, ნიადაგის, ღვინის ჭურჭლის, ვენახისა და ღვინის ხასიათის ცნობა და ცოდნა - ეს ის პირობებია, რაც ბუნებრივი ღვინოს დასაყენებლად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. “საამური” მაია ჭოხონელიძისა და ნიკი ანთაძის მიერ ახლად გახსნილი ის მაღაზია-ბარია, სადაც როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო წარმოების ბუნებრივი ღვინის დაგემოვნება და შეძენაა შესაძლებელი
 

 

მულტიფუნქციურ სივრცე “ფაბრიკაში” გახსნილი მაღაზია-ბარის კონცეფცია ქართული ბუნებრივი ღვინის პოპულარიზაციას, მისი ქართველი და უცხოელი საზოგადოებისთვის გაცნობას გულისხმობს. “საამური”, რომლის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება მაღალი ხარისხია, მომხმარებელს ბუნებრივი ღვინის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. ცოტა ხნის წინ “საამურს” ქართული ღვინის გვერდით იტალიური, ფრანგული და ახალზელანდიური ბუნებრივი ღვინოც დაემატა. ამასთან  “საამურში” წარმოდგენილია სადღესასწაულო შუშხუნა ღვინოები, დეკანტერის მიერ აღიარებული ერთ-ერთი საუკეთესო ტრადიციული მეთოდით დამზადებული პროსეკო და სხვა უფრო ძლიერი ბუნებრივი სასმელები. აღსანიშნავია ისიც, რომ “საამურში” ნებისმიერი ფასის ბუნებრივ ღვინოს აღმოაჩენთ, რაც მის ხელმისაწვდომობას კიდევ უფრო ზრდის.


 

“საამური”, რომელიც მაღაზია-ბარის კონცეფციისაა, ისეთი სივრცის შექმნას გულისხმობს, სადაც ნებისმიერ სტუმარს, გარდა ნატურალური სასმელების დაგემოვნებისა, სხვადასხვა კონცეპტუალური ნივთების, მეღვინეობის თემატიკაზე შექმნილი წიგნების დათვალიერება და შეძენა შეეძლება. მაღაზია-ბარი გამორჩეულია ინტერიერის დიზაინითაც, რომელზეც არტისტმა ლადო ლომიტაშვილმა იზრუნა. ხოლო “საამურის” ლოგოს დიზაინი დახვეწილი და განსხვავებული ხელწერის მქონე ახალგაზრდა მხატვარს, ანკა ბოჭორიშვილს ეკუთვნის. უკვე ცხადია, რომ ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდული და ტურისტული მულტიფუნქციური სივრცის,  “ფაბრიკის” ეზოში მდებარე ნატურალური ღვინის მაღაზია-ბარი “საამური” მომავალში ახალი და საინტერესო ტრადიციების დანერგვას შეუწყობს ხელს.

ამ ეტაპზე “საამური” მხოლოდ ონლაინრეჟიმში მუშაობს, თუმცა მაღაზია-ბარის ნატურალური სასმელების სიის გაცნობა და შეძენა როგორც “საამურის” ვებგვერდზე,  www.saamuriwines.com-ზე, ასევე Glovo-სა და “მოიტანეს” აპლიკაციითაა შესაძლებელი.