მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, მწერალი და მოქანდაკე რეზო გაბრიაძე 40-ზე მეტი ფილმის ავტორია, რომელთა შორისაა:  მიმინო“, „არ იდარდო“, „ქინ ძა ძა“, „შერეკილები“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „სამნი გზაზე“ და ა.შ. რეზო გაბრიაძე თავად წერს პიესებს, ქმნის თოჯინებს და მათ თავისი თეატრის სცენაზე აცოცხლებს.

მისი მორიგი წარმატება კი Netflix-ს უკავშირდება - პოპულარულმა და მსოფლიოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა ინტერნეტ-ტელევიზიის ქსელმა სწორედ რეზო გაბრიაძის მხატვრული ანიმაცია - "რეზო" გამოაქვეყნა.

 “REZO” - ანიმაციურ-დოკუმენტური ფილმია, რომელშიც რეჟისორი თავის ბავშვობას აღწერს და მეორე  მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის საქართველოს ცხოვრებას უკეთ გვაცნობს. მოქმედება ქუთაისში ვითარდება, მთავარი გმირი კი თავად რეზო გაბრიაძეა - ბავშვი, რომელიც მაყურებელს ომის შემდგომ პერიოდსა და გაჭირვებას თავისი ფანტაზიების მეშვეობით აცნობს.