ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ  საკულტო სერიალი - Sex and the City ეკრანებს ოდნავ შეცვლილი სამსახიობო გუნდით დაუბრუნდებოდა -  მინისერიალში მონაწილეობას აღარ მიიღებდა კიმ კატრალი. ახლახან კი სარა ჯესიკა პარკერმა, რომელსაც მაყურებელი კერი ბრედშოუს როლით იცნობს, საკუთარ ინსტაგრამგვერდზე მინისერიალის თიზერი გამოაქვეყნა.

მინისერიალის პირველ ეპიზოდს "And Just Like That…" ჰქვია, სადაც  მთავარ როლებს სარა ჯესიკა პარკერი, სინტია ნიქსონი და კრისტინ დევისი შეასრულებენ. კიმ კატრალი, რომელიც თავდაპირველ სერიალში სამანტა ჯონსის როლს ასრულებდა, არ ბრუნდება.... პარკერი, ნიქსონი და დევისი კი - მაიკლ პატრიკ კინგთან ერთად,  აღმასრულებელი პროდიუსერების როლსაც მოირგებენ.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by SJP (@sarahjessicaparker)

 თიზერი, ნიუ-იორკის ისეთ ადგილებსაც გვაჩვენებს, რაც სერიალის გმირებისთვის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თიზერს კერი ბრედშოუს დამახასიათებელი ჟურნალისტური თხრობის ტონი გასდევს - „And just like that… The story continues”/"და ზუსტად ასე ... ისტორია გრძელდება".  ასევე გრძელდება ნიუიორკელი მეგობრების დაუვიწყარი გრძნობები და ემოციებიც...

 მინისერიალი 10-საათნახევარიანი ეპიზოდისგან შედგება, გადაღებები კი ნიუ-იორკში გაზაფხულის ბოლოს დაიწყება.