ახალი წლის ათვლა უკვე დაიწყო. სწორედ ამიტომ Hammock Magazine საინტერესო, გამორჩეული და ექსტრაორდინარული საჩუქრების სიას გთავაზობთ, რათა 2021 წელი კიდევ უფრო მეტი დასამახსოვრებელი მომენტებითა და სიურპრიზებით სავსე გახდეს.
არტისტ ანა ყიფიანის მიერ შექმნილი ხელნაკეთი ბეჭდები თუ სამაჯურები ფერადი, საინტერესო და ექსტრაორდინარული სამკაულის მოყვარულთათვის ნამდვილად გამორჩეული საჩუქარი იქნება. მის შეძენას კონცეპტუალური მაღაზიის, Moon Rabbit Shop-ის გვერდზე შეძლებთ.
Hikitore Ceramics ბავშვთა ფსიქოლოგის, ანკა ჟღენტის ახალი წამოწყებაა, სადაც თიხით შექმნილ სხვადასხვა საინტერესო და გამორჩეულ ნივთებს აღმოაჩენთ. ანკას ხელნაკეთი კერამიკის ნაძვისხის სათამაშოები და საახალწლო ფერადი ხარები ახალი წლის დასაწყისისთვის იდეალური საჩუქარია. მათ დათვალიერებასა და შეძენას Hikitore Ceramics-ის ინსტაგრამის გვერდზე შეძლებთ.
Objects Store
ინტერიერის დიზაინის სტუდიოს, Objects-ის მუდმივად საინტერესო და განსხვავებული დიზაინის მქონე ნივთებისგან ამჯერად ვინტაჟური სტილის სარკეს გირჩევთ. ჩოგბურთის ხის ჩოგნისგან დამზადებული სარკე კონცეპტუალური ნივთების მოყვარულთათვის განსაკუთრებული საჩუქარი იქნება.
Celestial
დახვეწილი, ვინტაჟური და, ამავდროულად, თანამედროვე სხვადასხვა ნივთების შესაძენად Celestial-ს გირჩევთ, სადაც საჩუქრად როგორც ვიზუალურად გამორჩეულ სანთლებს, ასევე დიზაინერულ ნივთებს, სამკაულის დასაწყობ კერამიკის თეფშებსა თუ ვაზებს აღმოაჩენთ.
Moodo.store
Moodo ახალი ქართული ონლაინმაღაზიაა, რომელიც სახლში მეტი სიმყუდროვისა და ჰარმონიის შექმნისთვის უნიკალურ ნივთებს სთავაზობს მომხმარებლებს. მხატვარ-ილუსტრატორის, გიორგი ჯინჭარაძის მიერ ვახუშტი ბატონიშვილის-ბაგრატიონის გერბების შთაგონებით შექმნილი სუფრები ნებისმიერ დღესასწაულს ამაღლებულ განწყობას შემატებს.
Tata-Naka
Tata-Naka-ს ზღაპრული და ფერადი სამყაროს შემადგენელი დაპრინტული კერამიკის თეფშები, სხვადასხვა ფერის ჭიქები თუ ნაძვის ხის სათამაშოები სადღესასწაულო სეზონისთვის იდეალური საჩუქარი იქნება.
IERI Store
Kaveuli Perfume პირველ ქართული ნიშური სუნამოა, რომელიც ექსკლუზიურად IERI Store-შია წარმოდგენილი. კავკასიური სოჭის, ციტრუსისა და წიწაკის სურნელოვანი ნოტები Kaveuli Perfume-ს აყვავებული ტყის დღესასწაულად აქცევს. სურნელთან ერთად განსაკუთრებულია ბოთლის დიზაინიც, რომელიც 925 სტერლინგი ვერცხლისგან არის დამზადებული და მისი აქსესუარად გამოყენებაც შესაძლებელია.
კონცეპტუალური ობიექტების მოყვარულებისთვის საჩუქრად Studio Tricolor-ის ახალ, ფერად ნამუშევრებს გირჩევთ, რომლებიც თქვენი ადრესატის ინტერიერს საინტერესო დიზაინერული ელემენტებითა და მხიარული განწყობით აავსებს. Studio Tricolor-ის 2021 წლის ახალი ობიექტების შეძენა ონლაინ, მათი ინსტაგრამის გვერდიდანაა შესაძლებელი.
დაწერე კომენტარი