Eurosonic Noorderslag ერთ-ერთი დიდი ჰოლანდიური მუსიკალური გამოფენა-ფესტივალია, რომელიც მიზნად ისახავს ახალი არტისტების აღმოჩენასა და ევროპულ სცენაზე მუსიკის გაცვლას. ESNS 2021 დღეს, 13 იანვარს იწყება და მასში ელექტრონული მუსიკის ქართველი კომპოზიტორი ანუშკა ჩხეიძეც მონაწილეობს, რომელიც კომპოზიციებს თავისი სადებიუტო ალბომიდან, Halfie-დან შეასრულებს. Halfie ანუშკას სწორედ ის ნამუშევარია, რომლითაც მან მუსიკალური ხელოვნების კატეგორიაში “წინანდლის პრემია” მოიპოვა. გარდა ალბომში შესული კომპოზიციებისა, ანუშკა ESNS 2021-ზე ახალ მუსიკალურ ნაწარმოებებსაც შესთავაზებს მსმენელს, რომელიც მან სპეციალურად ამ ფესტივალისთვის შექმნა. წელს გამოფენა-ფესტივალი ციფრულ ფორმატში ტარდება და მასზე დასწრებას ESNS-ის ოფიციალურ ვებგვერდზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ ნებისმიერი მსურველი შეძლებს.
დაწერე კომენტარი