მიუხედავად იმისა, რომ დღესასწაულებმა ჩაიარა, საკუთარი თავისა და საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრის ყიდვა არასდროს არის გვიან. Hammock-ი გთავაზობთ საქართველოში დამზადებულ სანთლებს, რომლებიც თქვენს სახლს საასიამოვნო სურნელსა და სიმყუდროვეს შემატებს.
Identity Candles 

Identity Candles-ის სანთლები ელინისტური კულტურითაა შთაგონებული. ბრენდი გვთავაზობს ბერძნული კოლონებისა და სკულპტურების ფორმის სანთლებს. გარდა ამისა, შეგიძლიათ სპეციალურად საახალწლოდ დამზადებული ნაძვისხისა და ვარსკვლავის ფორმის სანთლებიც შეიძინოთ.
Chubika Store

"ქრობადი საგნები", ცნობილი არტისტის, ჩუბიკას სანთლისა და საპნის სკულპტურებს აერთიანებს. სკულპტურები ხელოვნების ნიმუშისა და ფუნქციური საგნის საინტერესო სინთეზს წარმოადგენს და სიკვდილისა და თავიდან დაბადების კონცეფციითაა შთაგონებული.
Cimcimi Candles

ციმციმის სურნელოვანი სანთლები ქართული რელიეფური ხელოვნების ნიმუშებითაა შთაგონებული. გარდა ლამაზი დიზაინისა და სასიამოვნო სურნელისა, სანთლის შეძენისას საშუალება გეძლევათ გაეცნოთ ამა თუ იმ არქიტექტურული ძეგლის ისტორიას.
Dreams

Dreams-ი გვთავაზობს სხვადასხვა ფერის ორ სანთლის ფიგურას, კოსმონავტსა და პატარა თოვლის გოგოს, სანთლები ძველებურ ნაძვისხის სათამაშოებს მოგვაგონებს და იდეალურია საახალწლო განწყობის გასახანგრძლივებლად.
Auroma Candles

Auroma ყველასათვის საყვარელი არომატების სანთლებს ქმნის. შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც ტრადიციული, ასევე ღრუბლისა თუ ქალის სხეულის ფორმის სანთლები, სანთლების შეკვეთისას ბრენდი საშუალებას გვაძლევს, რომ სასურველი სურნელი ჩვენით ავირჩიოთ.
Vanilla Glory

Vanilla Glory-ს სანთლები ძირითადად ანტიკური და რენესანსის დროინდელი ხელოვნების ნიმუშებითაა შთაგონებული. ზოგიერთი სანთელი სურნელოვანია, ბრენდი გვთავაზობს ვანილისა და ქოქოსის არომატებს.
Mind The Shop

Mind The Shop-ი ხშირად გვთავაზობს არქიტექტურისა და დიზაინის ძალიან საინტერესო შერწყმას. მათი სანთლები ანტიკური ბუხრითაა შთაგონებული. პასტელური ფერის სანთლები ძალიან უხდება ნებისმიერი ტიპის ინტერიერს.
დაწერე კომენტარი