„მოგესალმებით დედამიწაზე!“ - ასე ეწოდება გამოფენას, რომლის ნახვასაც დამთვალიერებელი გალერეის ვებგვერდზე 20 იანვარს შეძლებს.





„გეგა ქუთათელის კონცეპტუალური ფერწერა პოპ-არტისა და ამერიკული რეალიზმის განმსაზღვრელი ელემენტებით ხასიათდება: მარტოობით, სევდით, ეგზისტენციალური პრობლემებითა და ამასთანავე ირონიულობით, სადაც ანონიმური პერსონაჟები ა ხშირად ზურგშექცევითაა გამოსახული, გარემო კი სიცარიელითა და ლაკონიურობით გამოირჩევა. აქცენტები გარემოს სიცარიელეზეა, სადაც გამოსახული ადამიანების ქაოსური სევდა კონტრასტულად ებმის გარემოს. ადამიანებისთვის, რომლებიც ეგზისტენციალურ ჩიხში არიან მოქცეული, თითქოს ცა ატარებს ერთგვარ მინიშნებას გამოსავალზე - ცა, სადაც ყოველთვის რაღაც ახალი ხდება, რომელიც ყველაზე მჟღერი და მრავალფეროვანია“.  - აღნიშნულია  გამოფენის პრესრელიზში.





გეგა ქუთათელი ჯგუფ On/Off-ის წევრია, რომელიც საკუთარ შემოქმედებაში ხაზს უსვამს ადამიანის თანამედროვე სამყაროში ცხოვრების პრობლემატიკას. 




საგანგებო მდგომარეობის გათვალისწინებით, გამოფენის დათვალიერება შეგიძლიათ შემდეგ მისამართზე: 
http://dedicacegallery.ge/