დიზაინერმა სიმონ ჟაკმუსმა მოდის ინდუსტრია მთლიანად შეცვალა, მის კოლექციებში მუდმივად იგრძნობა გულწრფელი სულისკვეთება და თავისუფლების შეგრძნება. ჟაკმუსის წარმატების მიღწევასთან ერთად გაიზარდა მისი შემოქმედებითი გუნდიც, რომელსაც სამუშაოდ უფრო დიდი სივრცე ესაჭიროებოდა. ასე რომ, ერთი წლის წინ დიზაინერმა პარიზის ერთ-ერთ უბანში ახალი შენობა აღმოაჩინა და ახლა ოფისების ინტერიერები ექსკლუზიურად გაგვიზიარა. დიზაინერმა ბრენდის ინსტაგრამზე პირველად გამოაქვეყნა თავისი ახალი სამუშაო სივრცის ფოტოებიც.
„ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ამ ოფისების აღბეჭდა. მე ძალიან ვამაყობ, რომ დამოუკიდებელი ბრენდი ვარ და ამ ეტაპამდე მივედი. უკვე 10 წელზე მეტია, რაც ბრენდი არსებობს და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მე და ჩემს გუნდს შეგვიძლია ვიმუშაოთ ისეთ სივრცეში, რომელიც ასახავს Jacquemus-ის ნათელ და შთამაგონებელ ენერგიას. ის სავსეა პოზიტიური ენერგიით, გუნდი ბედნიერია, რომ ყოველდღე მოდის სამსახურში", - განაცხადა დიზაინერმა.
სიმონ პორტე ჟაკმუსმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია დეტალებს. გასაკვირი არ არის, რომ ოფისში ყველაფერი მისი კოლექციებისთვის დამახასიათებელი ნეიტრალური ფერებითაა წარმოდგენილი.
დაწერე კომენტარი