„ტერმინალი“ აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო საერთო სამუშაო სივრცის ნომინაციისთვის იბრძოლებს.
Global Startup Awards-ი მსოფლიოში ყველაზე მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელმაც 2020 წელს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის საუკეთესო ქოვორქინგის ნომინაციაში 4 ფინალისტი გამოავლინა:
საქართველო - Terminal • ტერმინალი
რუსეთი - tceh
მოლდოვა - Generator Hub; iHUB
უკრაინა - Creative Quarter
ტერმინალი უნივერსალური, მულტიფუნქციური სივრცეა, რომელიც მოიცავს როგორც ინდივიდუალურ სამუშაო გარემოს, ისე კერძო ოფისებსა და რელაქსაციის ზონას. რაც მთავარია, იგი აღჭურვილია მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით და მომხმარებელს აღნიშნული სივრცით სარგებლობა დროის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლია.
კონკურსის გამარჯვებულ ქვეყანას ჟიური 5 თებერვალს, კენჭისყრით მიღებული ხმების რაოდენობის გათვალისწინებით გამოავლენს, ხოლო ხმის მიცემა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოცემულ ბმულზე: https://bit.ly/394W4I2
დაწერე კომენტარი