ანუკა ჩხეიძის მორიგი წარმატება  „IMPALA“-ს  „ევროპის საუკეთესო ალბომის“ დაჯილდოებას უკავშირდება, სადაც მისი ალბომი ფესტივალის ერთ-ერთი ნომინანტია. ალბომი, რომელსაც „Halfie“ ჰქვია, ანუშკა ჩხეიძემ 2020 წლის აპრილში ქართულ ლეიბლზე, CES Records-ზე გამოსცა, რომელშიც სულ 8 კომპოზიცია შევიდა.



ფესტივალი  წელს უკვე მეათედ იმართება და ყველა მუსიკალურ ჟანრში მოღვაწე არტისტს ერთ სივრცეში აერთიანებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ჯილდოს მფლობელები წინა წლებში ისეთი არტისტები იყვნენ, როგორებიც არიან: The xx, Adele, Apparat, Agnes Obel და სხვები. ფესტივალის გამარჯვებულის ვინაობა კი თებერვალში გახდება ცნობილი.