გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად, როდესაც ბუნება იღვიძებს და გარემო უფრო მწვანე და ხალისიანი ხდება, ჩვენი გარდერობიც განახლებას საჭიროებს. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გაზაფხულის ყველაზე მატყუარა თვე მოდის, რომელიც მუდამ სიურპრიზებითაა სავსე. სწორედ ამიტომ, ჟურნალი Hammock მარტის Shopping რეკომენდაციებს გთავაზობთ.
Gucci x Disney
დიახ, დიახ Disney-ისა და იტალიური მოდის სახლის - Gucci-ის ერთობლივი კაფსულის კოლექცია Mickey და Minnie Mouse-ის შთაგონებით შეიქმნა. კამპანიის გადაღებები კი Disneyland-ის ჯადოსნურ ატრაქციონებზე მის კიდევ უფრო ჯადოსნურ და საყვარელ გმირებთან ერთად შედგა. კოლექციის ნახვას შეძლებთ ბრენდის ონლაინ ვებგვერდზე.
Valentino
იტალიური ბრენდის - Valentino-ს დიდი ზომის ჯემპრი, რომელიც ვიდეოთამაშებითაა შთაგონებული და ხელით ნაქარგი ელემენტები ამშვენებს, სიურპრიზებით სავსე მარტისთვის ნამდვილად შესაფერისი შენაძენი იქნება.
Noon Goons
სამხრეთ კალიფორნიული სერფერებით, სკეიტბორდინგ კულტურითა და პანკ-როკ ჟანრით შთაგონებული ბრენდის - Noon Goons-ის ფერადი შარვალი 1970-იანი წლების რეტრო სტილის გავლენით შეიქმნა, რომელიც SS20 კოლექციის ნაწილია. მისი შეძენა შეგიძლიათ ვებგვერდზე.
Collina Strada
პლატფორმა Collina Strada, რომელმაც კლიმატის ცვლილებებისა და სოციალური საკითხების მიმართ ცნობიერების ამაღლება დაისახა მიზნათ, მისი ფერადი და უნიკალური კოლექციებით არის ცნობილი, რომელთაგან განსაკუთრებული პოპულარობით Cardio Nova Top-ები სარგებლობს. მისი შეძენა კონცეპტუალურ მაღაზია Chaos-ში შეგიძლიათ.
Adidas x Bed J.W. Ford
იაპონური ბრენდის - Bed J.W. Ford-ისა და Adidas-ის SS20 კოლექცია მეორე ერთობლივი ნამუშევარია, რომელიც კიმონოს ესთეტიკითაა შთაგონებული. კოლექციის შეძენას Adidas-ის ოფიციალურ ვებგვერდზე შეძლებთ.
Raf Simons x Dr.Martens
60 წლის იუბილესთან დაკავშირებით ბელგიელმა დიზაინერმა რაფ სიმონსმა და ინგლისურმა ფეხსაცმლის ბრენდმა Dr.Martens-მა უკვე მეორედ შექმნეს ახალი კოლექცია, რომელიც ლიმიტირებული რაოდენობით, მხოლოდ 1460 წყვილი გაიყიდება. სანამ ვინმე დაგასწრებთ, ეწვიეთ Dr.Martens-ის ვებგვერდს.
Adidas Superstan
წელს გერმანული ბრენდი Adidas Superstar-ის მეორე საკულტო სილუეტთან, The Stan Smith-თან გაერთიანების 50 წლის იუბილეს აღნიშნავს. Superstan მთელი მსოფლიოს მასშტაბით 1 თებერვალს გამოვიდა, რომელსაც გარდა ბრენდის ონლაინ ვებგვერდისა, ასევე Footpatrol-ისა და Footlocker-ის ვებგვერდებზე აღმოაჩენთ.
Polo Ralph Lauren
Polo Ralph Lauren-ის კიდევ ერთი საინტერესო და ორიგინალური კლასიკური ბეისბოლის ქუდის შეძენას Urbanoutfiters-ის ონლაინ ვებგვერდზე შეძლებთ.
The Why Not Gallery x Elene Abashidze
გალერეა The Why Not Gallery-ისა და კურატორ ელენე აბაშიძის ერთობლივი ნამუშევარი - “Curator says” - ელენეს მიერ ფორმულირებული ფრაზების ნაკრებია, რომელიც გამოფენების მოწყობის პრაქტიკასა და აკადემიური ცხოვრების გამოწვევებს ეხმიანება. მის შეძენას გალერეის საჩუქრების მაღაზიაში შეძლებთ.
Rosebud x The Why Not Gallery
ქართული უმაღლესი ხარისხის წინდების მაღაზიის ახალი კოლექციის ნაწილი ხელოვან გვანცა ჯიშკარიანთან ერთად შექმნილი შარფია, რომელიც გაზაფხულისთვის სამზადისს გაგიმარტივებთ. მისი შეძენა, როგორც როუზბადის, ასევე გალერეის საჩუქრების მაღაზიაში შეგიძლიათ.
READYMADE
ქართველი ხელოვანის, ათუ გელოვანის მიერ ბერლინში დაფუძნებული უსქესო სამკაულების ბრენდი სხვადასხვა ისტორიებს ჰყვება, რომელიც დიზაინით, კინემატოგრაფიითა და სკულპტურებითაა შთაგონებული. მის შეძენას სასტუმრო “სტამბას” კონცეპტუალურ მაღაზია The Shop-ში შეძლებთ.
Jacquemus
ფრანგული მოდის სახლის, Jacquemus-ის მზის სათვალის შეძენა, რომელიც ბრენდის ტრადიციული ფორმებისგან, ფერებისა და მასალისგან სრულიად განსხვავებულია, ონლაინ ვებგვერდზე შეგიძლიათ.
დაწერე კომენტარი