25 თებერვლის ჩათვლით არტ-ვილა “გარიყულაში” ყარამან ქუთათელაძის გამოფენა “უხილავი უტოპიები” გაიმართება. ნიმუშების სერია მხატვრის ახალ ფერწერულ ნამუშევრებს აერთიანებს. არტისტი საკუთარ ნახატებში ადამიანებისგან დაცარიელებულ წარმოსახვით ჰორიზონტებსა და ლანდშაფტებს გამოსახავს, რომელთაგანაც თითოეულში აღინიშნება სინათლის, გამქრალი სივრცეების ძიება ისეთ „უხილავ უტოპიებში“, როგორიცაა ავანგარდის ნანგრევებზე აღმართული დროშა. 


აღსანიშნავია, რომ არტ-ვილა “გარიყულა“   მხატვარმა თავისი ინიციატივით შექმნა, ხოლო დღეს ის ერთ-ერთ საუკეთესო ადგილს წარმოადგენს განტვირთვისთვის, განმარტოებისა და შემოქმედებითი ძიებისათვის.


კოვიდ-19-ის რეგულაციების გათვალისწინებით, “გარიყულას” საგამოფენო დარბაზში ყარამან ქუთათელაძის გამოფენის ნახვა შესაძლებელია 25 თებერვლის ჩათვლით, წინასწარი ჩაწერით, არტ-ვილას ფეისბუქგვერდზე ან  ნომერზე: +995 595 152 152