Noa studio-ს არქიტექტურული პროექტი, House in Tskneti ევროკავშირის პრიზის – EU Mies Award 2022-ის ნომინანტი გახდა.
House in Tskneti კერძო სახლია, რომლის მშენებლობაც 2014 წელს დაიწყო. სახლის გარშემო და მის სახურავზე დიდი ბაღია გაშენებული, როგორც ვენტილაციის ბუნებრივი წყარო. წყნეთში მდებარე ეს სახლი, რომელიც მეზობლებისაათვის სრულიად უხილავია, თანამედროვე არქიტექტურის კრიტერიუმებს სრულად აკმაყოფილებს.
ევროკავშირის პრიზი თანამედროვე არქიტექტურაში Mies van der Rohe Award (შემოკლებით - EU Mies Award) 2 წელიწადში ერთხელ გაიცემა. პრიზის ორგანიზატორები არიან ევროკომისია და Fundació Mies van der Rohe. აღნიშნული პროექტის მიზანია, გამოავლინოს და დააჯილდოოს ხარისხიანი და გამორჩეული არქიტექტურული ნამუშევრები. მთავარი პრიზის (60 000 ევრო) გარდა, პრემია ასევე ითვალისწინებს Emerging Architect Prize-ს (20 000 ევრო).
EU Mies Award ყურადღებას ამახვილებს ევროპელი პროფესიონალების როლზე ახალი იდეებისა და ტექნოლოგიების განვითარებაში, რათა როგორც კერძო, ასევე საჯარო ინსტიტუტებმა უკეთ გააცნობიერონ არქიტექტურის კულტურული როლი ქალაქების მშენებლობაში.
ევროკავშირი Mies van der Rohe Award-ის გამარჯვებულს თანამედროვე არქიტექტურის კუთხით საბოლოოდ 2022 წლის აპრილში, დაგეგმილზე გვიან გამოავლენს. დაჯილდოების ცერემონიალი კი მაისში ბარსელონაში გაიმართება. თარიღის შეცვლა კოვიდსიტუაციამ განაპირობა. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს ჟიურის ყველა წევრის ჩასვლას ფინალისტ ქვეყნებში და ნამუშევრების დათვალიერებას, რაც არსებულ ვითარებაში შეუძლებელია.
დაწერე კომენტარი