Window project ამჯერად ფრანგი არტისტის, ლუსილ ლიტოტის ნამუშევრებს მასპინძლობს. მხატვრის ნამუშევრები, სახელწოდებით “La Nuit étoilée ou la nuit sans étoiles” – “ვარსკვლავებიანი ღამე თუ ღამე ვარსკვლავების გარეშე” (ან “Peeping Tom”, ანუ ,,მოთვალთვალე ტომი“) Window Project-ის სახელოვნებო ვიტრინაში იქნება წარმოდგენილი. ეს სახელწოდება ლიტოტმა თავის ნამუშევრებს ვან გოგის ,,ვარსკვლავებიანი ღამის“ პატივსაცემად შეურჩია.
ფერწერაში ასახულია სასიყვარულო სცენა, რომლის დანახვაც ვან გოგს სენ-პოლ-დე მოსოლის მონასტრის თავშესაფრიდან, კარის საკეტიდან შეეძლო, ქალი, რომლის ვენეციური ნიღაბიც - ,,მორეტა" მისი გრძნობების სიმულაციას გამოხატავს, დემონისსახიან ადამიანსაა მიჯაჭვული.
ლუსილ ლიტოტი თანამედროვე მხატვარია, რომელიც საფრანგეთში დაიბადა და გაიზარდა. ამავე დროს იგი მხატვრული ინსტალაციების შემსრულებელი და კინორეჟისორია. ლიტოტის თავისი ნამუშევრებით, რომლებშიც ერთდროულად გაერთიანებულია: ბაროკო, როკოკო, რომანტიზმი, გროტესკი, დამთვალიერებლებს საკუთარ უნიკალურ, წარმოსახვით სამყაროს აჩვენებს. როგორც თვითონ ამბობს, მისი საქმიანობა სავსეა ვნებით, ტკივილითა და რომანტიკით. ლიტოტმა 2008 წელს დაამთავრა Ecole Superieure D’Art de Rueil-Malmaison სასწავლებელი. მისი ნამუშევრები წარმოდგენილი იყო ლოს-ანჯელესსა (Night Gallery) და პარიზში (New Gallery). 2021 წელს კი არაერთ ჯგუფურ გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას (“La diossa Verde“ MAZ, Guadalajara, MX; ’’Les flammes, l’art vivant de la céramique’’ Musee D’art Moderne De la Ville De Paris, FR).
დაწერე კომენტარი