მათ ვისაც ჩემსავით უყვარს თანამედროვე ხელოვნება, ფოტოგრაფია, კინო, მოდა... მოკლედ ყველაფერი ის, რაზეც Hammock Magazine-ს გვერდებიდან ამდენი ხანია ვსაუბრობ, მინდა პირადი კოლექციიდან ის რამდენიმე წიგნი გაგიზიაროთ, რომლებიც ჩემთვის თანამედროვე კულტურული სამყაროს ყველაზე საინტერესო ადამიანებსა და ისტორიებს აერთიანებს და რომელთა შეძენას სახლიდან გაუსვლელად, ონლაინმაღაზია "ბაიერსში" მითითებულ ბმულზე გადასვლითაც შეძლებთ.
გირჩევთ, შეიძინოთ ცნობილი იაპონელი დიზაინერის, იასი მიაკის წიგნი, რომელიც ვფიქრობ რომ თანამედროვე მოდის სამყაროში ინოვაციური მიდგომითა და ესთეტიკით გამოირჩევა. ერთ დროს გრაფიკული დიზაინის სტუდენტი, დღეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დიზაინერია, რომელმაც, ერთი მხრივ, ტანისამოსსა და სხეულს შორის გააქრო საზღვრები, მეორე მხრივ კი თავისი შემოქმედებით ვიზუალური ხელოვნებისა და მოდის სამყაროს საზღვარზე გაიარა. წიგნი არაჩვეულებრივი ფოტოებითაა გაფორმებული და ფაქტობრივად იასე მიაკის ცხოვრებისა და შემოქმედების ენციკლოპედიას წარმოადგენს, სადაც დიზაინერის პერსონალური ისტორია ძალიან საინტერესოდაა აღწერილი.
Mario Testino - Sir Mario TesTino, Mario De Janeiro, Kate Moss By Mario Testino
აქვე შეხვდებით მარიო ტესტინოსაც, ჩემს ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ და თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მოდის ფოტოგრაფს, რომელიც ისეთ ცნობილ გამოცემებთან და მოდის სახლებთან თანამშრომლობს, როგორებიცაა Vogue, Vanity Fair, Gucci, Burberry, Versace და სხვა. “ბაიერსში” საშუალება გექნებათ მარიო ტესტინოს Sir Mario Testino და Mario De Janeiro შეიძინოთ, რომელშიც ბრაზილიის ძალიან ცხელი ცხოვრების სტილის ამსახველ ფოტოებთან ერთად ჟიზელ ბიუნდჰენის ფოტოებსაც წააწყდებით. კიდევ ერთი წიგნი, რომელსაც “ბაიერსში” შეიძენთ, ქეით მოსის ალბომი Kate Moss By Mario Testino-ა, რომელშიც ფოტოგრაფის საყვარელი მოდელის ცხოვრების ამსახველი კადრებია გაერთიანებული.
Yves Saint Laurent - The Scandall Collection 1971
1971 წელს ივ სენ ლორენის მოდის სახლმა თავისი "სკანდალური" გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარადგინა. თუ არ გახსოვთ, რომელ კოლექციაზე ვსაუბრობ, შეგახსენებთ რომ მაშინ 70-იანი წლების ომის პერიოდის ტანისამოსით შთაგონებულმა ბრენდმა თავის კოლექციაში მოკლე ქვედაბოლოები, მაღალქუსლიანი ფეხაცმელები და მკვეთრი მაკიაჟის სტილი შეიტანა. კოლექცია კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა და ივ სენ ლორენის სკანდალურმა ტანისამოსმა "ყველაზე მახინჯი კოლექციის" სტატუსი მიიღო. წიგნი, რომელიც “ბაიერსში” დაგხვდებათ და რომელსაც აუცილებლად გირჩევთ, ამ კოლექციის პოდიუმს მიღმა კადრებს ასახავს.
Slim Aarons - La Dolce Vita
La Dolce Vita-ში ფოტოგრაფ სლიმ აარონის იტალიაში გადაღებული ფოტოებია გაერთიანებული. სიცილიური ხედებით დაწყებული, ცნობილი ადამიანების პორტრეტებით დამთავრებული, აქ ყველაფერს შეხვდებით, თითოეული კადრი კი აარონის იტალიისადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებასა და სიყვარულში დაგარწმუნებთ. შესავალ ტექსტში კრისტოფერ სვითის მიერ მკითხველისთვის გაზიარებულ ისტორიებში კი ფოტოგრაფის კარიერაში იტალიური მოგზაურობის გავლენას და მნიშვნელობასაც შეიცნობთ. ასე რომ, მათ, ვისაც ჩემსავით აინტერესებს გლამურული იტალიური ოჯახების ცხოვრების სტილი, მარჩელო მასტროიანისა და სხვა ლეგენდარული ადამიანების პორტრეტები, აუცილებლად შეიძინეთ ეს არაჩვეულებრივი წიგნი.
ბაიერსში ლეგენდარული დიზაინერის, რიკ ოუენსის შემოქმედების ამსახველი წიგნის შეძენასაც შეძლებთ. დიზაინერი, რომელიც ვფიქრობ რომ ყველაზე ელეგანტური გოთიკური სტილით გამოირჩეოდა, ბევრ სხვა ფოტოსთან ერთად ამ წიგნში ასეულობით ფოტოს ჩვენთვის საყვარელი ჟურნალი I-D-ის არქივიდანაც აერთიანებს.
Wes Anderson Collection - სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი
პირდაპირ გეტყვით რომ ჩემი საყვარელი რეჟისორია და საერთოდ ვერ წარმომიდგენია ადამიანი ვინც შეიძლება მისი გასაოცარი დიზაინით, ესთეტიკითა და გემოვნებიანი იუმორით გულგრილი დარჩეს. “სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი” ფილმი, რომელიც არაერთი ჯილდოს მფლობელია, ონლაინმაღაზია ბაიერსში წიგნის სახითაც არის წარმოდგენილი და თუ არ იცით, იცოდეთ, რომ ეს სწორედ ის წიგნია, სადაც უეს ანდერსონი მკითხველს სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტის ისტორიის ყველაზე უცნობ და საინტერესო დეტალებს უამბობს.
Wes Anderson Collection
მათ, ვისაც უეს ანდერსონი მხოლოდ “სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტის” გამო არ უყვარს, საშუალება აქვს “ბაიერსში” მისი შემოქმედების ამსახველი კიდევ ერთი წიგნი შეიძინოს. ეს წიგნიც, გრანდ ბუდაპეშტის მსგავსად, უეს ანდერსონის კოლექციის სერიას და ამ სერიის ავტორ მატ ზოლერ სეითზსს ეკუთვნის.
Balenciaga : Shaping Fashion
აქ ლეგენდარული ესპანური მოდის სახლისა და მისი შემქმნელის, კრისტობალ ბალენსიაგას შესახებ წიგნსაც აღმოაჩენთ. დიზაინერის შემოქმედება, რომელმაც განმსაზღვრელი როლი ითამაშა ოცდამეერთე საუკუნის მოდის ისტორიაში, ამ წიგნში დაინტერესებული მკითხველისთვის დეტალურად არის აღწერილი.
Valentino: At the Emperor's Table
ბალენსიაგას გარდა გირჩევთ გაეცნოთ ლეგენდარული დიზაინერის, ვალენტინოს მოდის სახლის ძალიან საინტერესო ისტორიას. იმან რამაც ამ წიგნში ყველაზე მეტად მომხიბლა ბრენდის ისტორიის ყველაზე გლამურული და უცნობი ეპიზოდებია.
Eternally Ritz Paris
ალბათ იცით, რომ პარიზში 1898 წელს ვანდომის მოედანზე ცეზარ რიცმა იმ დროის ყველაზე დახვეწილი და მდიდრული სასტუმრო გახსნა, რომელმაც, თამამად შეიძლება ითქვას, იმ პერიოდში ძალიან დიდი აღიარება მოიპოვა. ეს აღიარება კი ყველაზე უკეთ ეპოქის ცნობილი მწერლებისა თუ მუსიკოსების შემოქმედებაშიც გამოვლინდა. ერნესტ ჰემინგუეი, მარსელ პრუსტი, ოსკარ უაილდი, კოკო შანელი – ეს იმ ადამიანების მცირე ჩამონათვალია, რომელთაც პარიზის ყველაზე დახვეწილ და გლამურულ სასტუმროში მომხდარი საინტერესო ისტორიები უკავშირდება. რიცი 2017 წელს რეკონსტრუქციული სამუშაოების შემდეგ ხელახლა გაიხსნა და რომ არ არსებობდეს მრავალწლიანი ლეგენდარული ისტორია, ალბათ ახალი რიცის არსებობაც თავისთავადაც ლეგენდარულობასთან იქნებოდა დაკავშირებული. სასტუმრო ნამდვილად გამორჩეულია თავისი უნიკალური დიზაინით, ინტერიერით და, რა თქმა უნდა, მრავალფეროვანი სერვისით. ნამდვილად დაუსრულებლად შემიძლია ამ სასტუმროს შესახებ საუბარი, თუმცა გირჩევთ რომ მითითებულ ბმულს მიჰყვეთ და თავადვე შეიძინოთ წიგნი, რომელიც ამ განსაკუთრებული სასტუმროსა და მისი საუკუნოვანი ისტორიის შესახებ გვიყვება
დაწერე კომენტარი