თბილისის “მერსედეს-ბენცის” მოდის კვირეულის ფარგლებში Hammock Magazine საკუთარი, სინათლის თემაზე შექმნილი სივრცით წარდგა. Hammock-ის სივრცე ორი ნაწილისგან შედგებოდა – Hammock’s Tropical Palace და ქართველი თანამედროვე. Hammock’s Tropical Palace ერთგვარ ინტერაქციულ კონსტრუქციას წარმოადგენდა – იმ შემთხვევაში, თუ სივრცის სტუმარი სათამაშო ქოქოსს სასახლეში განთავსებული ანანასებიდან რომელიმეს მოახვედრებდა, საჩუქრად გადაეცემოდა Monkey Shoulder-ის უგემრიელესი კოქტეილი, აგრეთვე Hammock-ის სტიკერები, ბარათები და პოსტერები. სივრცის მეორე ნაწილში წარმოდგენილი იყო ქართველი თანამედროვე ხელოვანების – გიორგი მაღრაძის, თემო მაჭავარიანის, სალომე დუმბაძისა და ქეუ მეფარიშვილის ნეონის გამოყენებით შექმნილი ნამუშევრები. Hammock-ის ერთ-ერთ მთავარი მიზანი ქართველი თანამედროვე ხელოვანების მხარდაჭერა და პოპულარიზაციაა, აღნიშნული კუთხე კი სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა.
ავტორი: Entropy, Shram (ქეუ მეფარიშვილი, სალომე დუმბაძე)
რეჟისორი: გიორგი მაისურაძე
ოპერატორი: ლევან მაისურაძე
მონტაჟი: ელენე მგელაძე
დაწერე კომენტარი