ამერიკული ფილმი The Courier, ასევე ცნობილი, როგორც Ironbark, სადაც მერაბ ნინიძე ბენედიქტ კამბერბეჩთან, რეიჩელ ბროსნაანთან და ჯესი ბლაკთან ერთად  მონაწილეობს, ნამდვილ ამბავზეა დაფუძნებული. დომენიკ კუკის ამ ჯაშუშურ თრილერში მოქმედება ცივი ომის პერიოდში ვითარდება და იგი მოგვითხრობს ბრიტანელ ბიზნესმენზე, გრევილ უეინზე, რომლის როლსაც კემბერბეჩი ასრულებს. კემბერბეჩის გმირი, რომელიც ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს საერთაშორისო კონფლიქტშია გახვეული, საიდუმლოდ თანამშრომლობს საბჭოთა ოფიცერ  ოლეგ პოლკოვსისთან (მერაბ ნინიძესთან). რუსული წყაროს დახმარებით მისი მთავარი მისია ბირთვული დაპირისპირებისა და კუბის სარაკეტო კრიზისის შეჩერებაში მდგომარეობს, რისთვისაც უეინი  CIA-ს საბჭოთა ბირთვული პროგრამის შეღწევაში უნდა დაეხმაროს.



ფილმში მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისათვის ქართველი მსახიობი ბრიტანეთის დამოუკიდებელი კინოდაჯილდოების – BIFA-ს ნომინანტია. სხვადასხვა ნომინაციაში პრემია BIFA-ს გამარჯვებულები 2021 წლის თებერვალში გამოვლინდებიან.