დავით გიორგაძის და მაქსიმე მაჩაიძის პროექტი Skatepark & Parkour Ground Mziuri, რომელიც თბილისში, მზიურის პარკში მდებარეობს, EU Mies Award 2022-ის ჯილდოზეა ნომინირებული.




წრიული ფორმის Parkour Ground   სკეიტბორდინგითა და პარკურით დაინტერესებულ ნებისმიერ მსურველს საშუალებას აძლევს, რომ თავი გამოსცადოს ამ სპორტში. ილეთების გამოსაყენებლად სხვადასხვა ფორმისა და ზომის ფიგურებია მოწყობილი, ხოლო  სივრცული მრუდი ზედაპირი კი ექსტრემალური სპორტის მოყვარულებს სხვადასხვა ტრიუკების გაკეთების შესაძლებლობას აძლევთ. სკეიტპარკი მდინარის კალაპოტის ერთგვარი განმეორებაა, სადაც ხიდი პარკს, მდინარის მსგავსად, 2 ნაწილად ყოფს: ერთ მხარეს Street section-ის ზონაა მოწყობილი, ხოლო მეორე მხარეს კი - ე.წ. Bowl area.




ევროკომისიისა და Fundació Mies van der Rohe-ის ორგანიზატორობით შექმნილი EU Mies Award  ყოველ 2 წელიწადში ერთხელ საუკეთესო თანამედროვე არქიტექტურულ პროექტებს აჯილდოებს.
EU Mies Award-ის მიზანია კერძო და საჯარო ინსტიტუტებმა, ისევე როგორც ფართო საზოგადოებამ, ქალაქების მშენებლობაში უკეთ გააცნობიერონ არქიტექტურის კულტურული როლი. EU Mies Award 22-ის გამარჯვებული აპრილში გამოვლინდება. დაჯილდოების ცერემონიალი კი 2021 წლის მაისში ბარსელონაში გაიმართება.

 

გარეკანის ფოტო: ლევან მაისურაძე