დღეს, 1-ლ თებერვალს ქართველი არტისტების - ალექსანდრე კორძაიას, იგივე KORDZ–ისა და სანდრო ფოფხაძის, იგივე DRO-ს ახალი ალბომი Shish Kebab Requiem გამოვიდა. გარეკანის დიზაინი დიზაინერ თამუნა ქარუმიძეს ეკუთვნის, 6 კომპოზიციისაგან შემდგარი ალბომი კი, რომელზეც მუშაობა მუსიკოსებმა 1 წლის წინ, პანდემიის პირობებში დაიწყეს, დადაისტურ სიმღერებს აერთიანებს. არტისტების თქმით, თითოეულ კომპოზიციაში მუსიკის უკანასკნელი ოთხსაუკუნოვანი ისტორიის კვალი იგრძნობა. მათში გაერთიანებულია ბახის, მოცარტის, ჯონ უილიამსი, 2-pac-ისა და სხვათა შემოქმედება.
დაწერე კომენტარი