მუსიკოსი ნათია ჭიჭინაძე, იგივე Creams, ბრიტანულ ლეიბლზე AWAL მორიგ ვიდეოკლიპს აქვეყნებს, რომლის სახელწოდებაა sleep on me. Milimetr Film Georgia-სა და Fury Filmworks-ის დახმარებით შექმნილი ვიდეო, რომლის რეჟისორი ბუბა ბებოშვილია, პროდიუსერი კი –  ომარ გელაშვილი,  3 თებერვალს გამოვიდა. Sleep on me - Creams-ის სხვა ნამუშევრების მსგავსად - არტისტის არაორდინალური სტილით გამოირჩევა.


არტისტმა მუსიკის შექმნა 14 წლიდან დაიწყო. 2012 წელს კი ჯგუფ Otherside-ის (მოგვიანებით Postotto-ს) წევრი გახდა.  Creative Education Studio-ს კურსდამთავრებული მუსიკოსი, რომელიც მუსიკალურ სივრცეში რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა, leftfield electro pop ჟღერადობის მუსიკას ქმნის. ბენდთან ერთად მუშაობის შემდეგ მუსიკოსმა სოლო კარიერა დაიწყო, რომლის ფარგლებშიც არაერთ ჟანრში გამოცადა თავი, მათ შორის: ტრიპ ჰოპში, ჯაზსა და ჰიპ ჰოპში.