“შემდეგ თქვენ აღმოაჩენთ, რომ გატეხილი სარკის მსგავსად სხვისი სახის ანარეკლი გახდით.
ღირდა ეს ყველაფერი საკუთარი თავის დასაკარგავად?”
მოკლემეტრაჟიანი ფილმი - SSPF21 დიზაინერ თიკო პაქსაშვილის, იგივე TIKO PAKSA-სა და Jam Project-ის თანამშრომლობით შეიქმნა და მასში TIKO PAKSA-ს გაზაფხულისა და ზაფხულის სეზონის კოლექციებია გაერთიანებული. სეზონური ჩვენებებისაგან განსხვავებით, კოლექციის კინოფორმატში წარმოდგენის მიზანი იყო ამ ნამუშევრების გაცოცხლება და მისთვის კონკრეტული ხასიათის მიცემა.
,,არ გვინდოდა გაგვეკეთებნა სეზონური ვიდეო - „campaign“ (სარეკლამო რგოლი). აუცილებელი იყო დაგვენახა და მოგვეყოლა ამბავი. ამისთვის კი გვჭირდებიდა სიუჟეტი და პერსონაჟი. კოლექციისთვის უნდა შეგვექმნა კონკრეტული გარემო, სიტუაცია, სადაც მას განვითარების საშუალება ექნებოდა და ერთი მთლიანის არამთავარი, მაგრამ აუცილებელი კომპონენტი გახდებოდა.
რაც შეეხება სიუჟეტს, იგი ორ მეზობელზეა. ისინი აშკარად არ იცნობენ ერთმანეთს, თუმცა მათი, ერთი შეხედვით, შემთხვევითი შეხვედრები აყალიბებს რაღაც უცნაურ ტრაგიკომიკურ ურთიერთობას. მათი თითოეული გადაკვეთა ასაზრდოებს მათ წარმოსახვას. რეალობისა და ილუზიის საზღვარი თანდათან ბუნდოვანდება და საბოლოოდ ქრება კიდეც. ფილმი ადამიანებით არაჯანსაღ დაინტერესებაზეა, მათზე დამოკიდებულებაზე, სხვისი ცხოვრების, სხვის კანში შეძრომის ისტერიაზე".
ბრენდი - TIKO PAKSA თიკო პაქსაშვილმა 2012 წელს თბილისში დააარსა. თიკომ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია დაამთავრა და უკვე 2013 წელს ადგილობრივი კონკურსის - Be Next-ის გამარჯვეული გახდა. 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის ჩვენებიდან თიკო MATERIEL-ის კრეატიული დირექტორი გახდა და ბრენდისათვის კოლექციების შექმნა დაიწყო.
ბრენდი თავის კოლექციებსა და აქსესუარებს ეკოლოგიურად სუფთა და მდგრადი მასალებისგან ქმნის.
დაწერე კომენტარი