მსოფლიოში ყველაზე მსხვილმა საერთაშორისო ორგანიზაციამ – Global Startup Awards-მა 2020 წელს აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო საერთო სამუშაო სივრცის ნომინაციაში 4 ფინალისტი გამოავლინა. ,,ტერმინალთან“ ერთად EuroAsian Startup Awards-ის ფინალში რუსეთის – tceh, მოლდოვის – Generator Hub; iHUB და უკრაინის – Creative Quarter მოხვდნენ. ჟიურიმ აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო საერთო სამუშაო სივრცის ნომინაციაში გამარჯვებული 5 თებერვალს კენჭისყრით მიღებული ხმების რაოდენობით გამოავლინა.
ე.წ. Coworking Space საერთო სამუშაო სივრცეა, რომელიც სტარტაპებს, ანტერპრენერებსა თუ ფრილანსერებს ჯგუფურად მუშაობის შესაძლებლობას აძლევს.
,,ტერმინალი” პირველი ქართული ბრენდია, რომელმაც საქართველოში “ქოვორქინგის” ინდუსტრიის განვითარებას ჩაუყარა საფუძველი. დამღლელი და რუტინული სამუშაო სივრცისგან განსხვავებით, აღნიშნული ინდუსტრია სხვადასხვა პროფესიის მქონე საქმიან, მოტივირებულ ადამიანებს აერთიანებს და სთავაზობს საერთო სივრცეს, რომელშიც ისინი აზრებისა და იდეების გაცვლა-გამოცვლას, შთაგონების პოვნას, გამოწვევებთან გამკლავებას, პროდუქტიულად მუშაობას და ამავე დროს გართობასა და დასვენებასაც კი შეძლებენ. აღნიშნული ქოვორქინგის მთავარი მიზანია, გახდეს ყველაზე ინოვაციური პროექტებისა თუ გუნდების სახლი, სადაც საფუძველი ჩაეყრება მომავლის საზოგადოებას, რომელიც დიდ ცვლილებებს მოახდენს.
დაწერე კომენტარი