ანიმეების მოყვარულებს იაპონური ანიმაციური  სტუდია Ghibli 2022 წლისათვის წარუდგენს თემატურ პარკს, რომელიც "გიბლის" ანიმაციებზე დაყრდნობით იქნება შექმნილი.


სტუდია "გიბლის" თემატური პარკი, რომელიც  იაპონიაში, ქალაქ ნაგაკუტეში გაიხსნება, მოიცავს "გიბლის" ისეთ საკულტო ნამუშევრებს, როგორებიცაა: ,,ჩემი მეზობელი ტოტორო“, ,,პრინცესა მონონოკე“, ,,კიკის მიტანის სერვისი“ და ,,ჰოულის მოსიარულე ციხესიმაგრე“.


მიუხედავად იმისა, რომ პარკის საბოლოოდ დასრულებამდე და მის ოფიციალურ გახსნამდე ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა შესასრულებელი, სტუდიამ გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებიც "გიბლის" თაყვანისმცემლებს საშუალებას აძლევს, რომ წარმოიდგინონ, თუ როგორ გამოიყურება "გიბლის" მომავალი თემატური პარკის ინსტალაციები. ფოტოებზე ორი მთავარი ღირსშესანიშნაობაა წარმოდგენილი: ჰოულის ციხესიმაგრე და  მონონოკეს სოფელი – "ლMononoke no Sato.  სოფლის მაცდუნებელი ტყის ინსტალაცია პრინცესა მონონოკის Irontown-ის მიერაა შთაგონებული.


მართალია, ჰოულის სახელობის სახლი ისეთივე დიდი  არ იქნება, როგორც იგი ანიმაციაშია წარმოდგენილი, თუმცა სასახლე მაინც საკმაოდ დიდ ფართობს დაიკავებს. 4- ან 5-სართულიანი სასახლის სიმაღლე 16 მეტრი იქნება. თემატურ პარკში სტუმრობისას ვიზიტორები ჰოულის სასახლეში მოძრავი ქვემეხებისა და ჰოულის საძინებლის დათვალიერებას, სასახლის ბაღებში სეირნობას ან  იქვე, რესტორანში, სადილობას შეძლებენ.