ჰოკაიდოს ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე დაჯილდოების შემდეგ ქართველი რეჟისორის, მარიამ კაპანაძის მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი – ,,მიტოვებული სოფელიკვლავ იაპონიაში, ამჯერად იებისუს ხელოვნებისა და ალტერნატიული ხედვის საერთაშორისო ფესტივალზე წარდგებაახალგაზრდა რეჟისორის ნამუშევარს ტოკიოს ფოტოგრაფიის მუზეუმი უმასპინძლებს. ფესტივალი 5-21 თებერვალს გაიმართება.



ანიმაციური ფილმი, რომელიც კინოსტუდია ,,კვალი XXI-ის და კინოცენტრ ,,ქართული ფილმიაფხაზეთისბაზაზე ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით 2018 წელს შეიქმნა, რეჟისორ მარიამ კაპანიძისა და მხატვარ ირაკლი ტოკლიკაშვილის სადებიუტო ნამუშევარია. ანიმაციის პროდიუსერი კი მარიამ კანდელაკია.



ანიმაცია მოსახლეობისგან დაცლილ იმერეთის ერთ-ერთი სოფლის ყოველდღიურობას მოგვითხრობს. ,,მიტოვებული სოფელიმეტაფორაა იმ ადამიანების, რომლებიც ამ სამყაროში ჩაიკარგნენ და დაივიწყეს ის მთავარი რამ, რისთვისაც სამყარო შეიქმნასიყვარული. ანიმაცია სწორედ სიყვარულისგან დაცლილ და განადგურებულ სამყაროს გვიჩვენებს.



გუნდმა ანიმაციური ფილმის შესაქმნელად კაწვრის ტექნიკა გამოიყენა, რაც დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვდა. ხოლო მხატვარმა ირაკლი ტოკლიკაშვილმა კი სოფლის ხასიათი სულ 21 ნახატით გადმოსცა.