Khmaladze Architects Architizer A+Awards-ის მიერ გამოქვეყნებული 139 კომპანიის სიაში მოხვდა, რომელმაც Architizer-ის თქმით, უკვე არაერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება და აღიარება მოიპოვა.
,,ქართული კომპანია “Khmaladze Architects“ უკანასკნელ წლებში დიდი პოპულარობით სარგებლობს სხვადასხვა კატეგორიის არქიტექტურული ტიპოლოგიითა და პროექტებით, რომლებითაც უკვე არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდო მოიპოვა. “Khmaladze Architects“-ს ასევე ეკუთვნის ,,მეამას“ ყავის კომპანიის პროექტი, რომელმაც გასულ წელს A+awards-ის დაჯილდოებაზე 3 სხვადასხვა კატეგორიაში 5 ნომინაციაში გაიმარჯვა. იგი გახდა ხალხისა და ჟიურის რჩეული ბეტონის არქიტექტურისა და ფართო სამუშაო ოფისის ინტერიერის დიზაინის კატეგორიებში. გარდა ამისა, გაიმარჯვა დაბალი საოფისე შენობის კატეგორიაში“. - წერს Architizer.
Architizer A+Awards-ის გამარჯვებულს საბოლოოდ 2021 წლის ივნისში გამოავლენს. A+Awards Architizer გლობალური არქიტექტურული პრემიების ყოველწლიური პროგრამაა, რომელიც წლის საუკეთესო არქიტექტურული პროდუქტის გამოვლენასა და მის პოპულარიზაციაზეა ორიენტირებული. პროგრამის მთავარ მისიას ღირებული და მნიშვნელოვანი არქიტექტურული ნამუშევრების დაფასება და მათი დახმარება წარმოადგენს. A+Awards-ის კონკურსის მონაწილეებს საშუალება ეძლევათ თავიანთი პროექტები 400-მილიონიან აუდიტორიას წარუდგინონ.
დაწერე კომენტარი