,,ქარი“ მაქსიმე მაჩაიძისა და ,,აჭარა ჯგუფის“ კოლაბორაციით შექმნილი მრავალმიმართულებიანი, ეკომეგობრული და თანამედროვე სტანდარტებს მორგებული ბრენდია, რომელიც 2021 წელს შეიქმნა. ,,ქარი“ საქართველოში ელექტრომოპედების პირველი საზიარო სერვისია, რომელიც ასევე ტანსაცმლისა და აქსესუარების კოლექციასა და ონლაინჟურნალს აერთიანებს.
ბრენდის ძირითადი კონცეფცია ეკომეგობრულსა და ტექნოლოგიურად განვითარებულ კულტურაში წვლილის შეტანაა. ამ ეტაპზე ,,ქარი” მხოლოდ თბილისში, საპილოტე რეჟიმშია ხელმისაწვდომი. ,,ქარის“ ლოგო და შრიფტი, რომლის შინაარსი და დიზაინი მაქსიმე მაჩაიძემ მოგვიანებით მოპედის ნიშნად აქცია, არქიტექტორ ნოდარ სუმბაძეს ეკუთვნის.
უხმო, სწრაფი და სრულად ავტომატიზებული ეკომოპედების სერვისი მთლიანად აპლიკაციით იმართება. “Qari App” აპლიკაციის ჩამოტვირთვა კი ანდროიდისა და IOS-ის მომხმარებლებს Google playstore-სა და Appstore-ზე შეუძლიათ.
უსაფრთხოება და საზოგადოებაში სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა ბრენდის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას წარმოადგენს. ამის უზრუნველსაყოფად კი ,,ქარის“ შემქმნელმა გუნდმა სპეციალური ხერხები შეიმუშავა. იმისათვის, რომ მომხმარებლებმა მგზავრობა დაასრულონ, მათ ერთმანეთის უსაფრთხოების გათვალისწინება უწევთ. მოპედს ასევე თან ახლავს მგზავრობისთვის საჭირო სპეციალური აქსესუარები, მათ შორის: ჩაფხუტი და ჰიგიენური ქუდი.
,,ქარი“ ასევე მაქსიმე მაჩაიძის ტანსაცმლის ხაზია. ბრენდის ონლაინმაღაზია – ,,მარკეტში“ მომხმარებლებს სამგზავრო აქსესუარების გარდა, მრავალფუნქციურ უნისექს ტანსაცმელს შესთავაზებს.
რაც შეეხება ,,ქარის“ ონლაინჟურნალს, რომლის სახელწოდებაა ,,რაიდერები“, მასში თანამედროვე ხასიათის ურბანული ცხოვრება იქნება აღწერილი.
მაღაზიისა და მოპედების სერვისის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ,,ქარის“ ვებგვერდზე: qari.eco.
დაწერე კომენტარი