თითქმის 30-წლიანი პაუზის შემდეგ ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე პირველად მთავარ კონკურსში ალექსანდრე კობერიძის ფილმის, “რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ” პრემიერა გაიმართება, რომელშიც მთავარ როლებს გიორგი ბოჭორიშვილი, ანა ქარსელაძე, ოლიკო ბარბაქაძე, გიორგი ამბროლაძე და ვახტანგ ფანჩულიძე ასრულებენ.
“ეს არის ერთი ნახვით სიყვარული გიორგისა და ლიზასთვის - დიდი ოდისეის დასაწყისი ყოველდღიური ცხოვრების მშვენიერების მიღმა…” ნათქვამია ბერლინალეს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ალექსანდრე კობერიძის იმ ფილმის შესახებ, რომელიც თემურ ბაბლუანის “უძინართა მზის” შემდეგ პირველად წარდგება კინოფესტივალის ამ კატეგორიაში.
დაწერე კომენტარი