როგორც წესი, თებერვლის მეორე კვირა საყვარელი ადამიანების გარემოცვაში ყოფნას, ბედნიერი მომენტების გაზიარებასა და სადღესასწაულო სამზადისს უკავშირდება. ამ ყველაფერს კი თან სდევს საჩუქრების დათვალიერებისა და შერჩევის უფრო ხანგრძლივი პროცესიც. თუკი ჯერ ვერ მოიცალეთ და ვერ მოიფიქრეთ, რა შეიძლება აჩუქოთ თქვენს საყვარელ ადამიანებს, Hammock Magazine თიბისი კონცეპტთან ერთად სხვადასხვა საინტერესო შეთავაზებას გაგაცნობთ და იმ კონცეპტუალურ თუ დიზაინერულ ნივთებს გირჩევთ, რომელიც თქვენს სამზადისს უფრო სასიამოვნოსა და მარტივს გახდის.
თიბისი კონცეპტი - Concept Collection
მარჯანიშვილზე, თიბისი კონცეპტის სივრცეში სულ ცოტა ხნის წინ კონცეპტუალური სტილის მაღაზიაც გაიხსნა, სადაც სპეციალური კოლექციებიდან შერჩეულ სხვადასხვა საინტერესო ნივთს, დიზაინერულ ობიექტებსა თუ წიგნებს აღმოაჩენთ. კოლექციის კონცეფციაზე ბრიტანელმა კონსულტანტმა ენდრიუ ტეილორმა იმუშავა, რომელიც ისეთი ბრენდების წარმომადგენელია, როგორებიცაა Dover Street Market, Comme De Garcon. ახლა კი ენდრიუ მოდის სახლის Burberry-ის ერთ-ერთი ვიზუალური დირექტორია. მაღაზიას მომავალში ქართული ბრენდების ნაწარმიც დაემატება და ეროვნულ პროდუქციასაც გაუწევს პოპულარიზაციას. ამჯერად კი სან-ფრანცისკოში მცხოვრები დიზაინერისა და არქიტექტორის, მაქს გუნავანის მიერ შექმნილ ახალი თაობის სანათ Lumio-ს გირჩევთ. წიგნის ფორმის სანათი ვიზუალურად საინტერესო და თან საკმაოდ მოსახერხებელი ნივთია, რომელიც კონცეპტუალური და ჭკვიანი ნივთების მოყვარულებისთვის განსაკუთრებული საჩუქარი იქნება. Concept Collection-ის სივრცეში თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის სპეციალური შეთავაზება მოქმედებს. რომლის ფარგლებშიც ნებისმიერ შენაძენზე გადახდილი თანხის 15%-ის უკან დაბრუნებაა შესაძლებელი.
Rosebud • როუზბად
ქართული წინდების მწარმოებელი ბრენდი Rosebud, რომელიც დახვეწილი სტილის, პრემიუმ ხარისხის ქსოვილებს ქმნის, ახალ კოლექციაში კიდევ უფრო საინტერესო, ფერად პრინტიან პროდუქციას სთავაზობს მის მომხმარებელს. სამზადისს თიბისი კონცეპტის შეთავაზებაც გაგიმარტივებთ, რომლითაც გადახდილი თანხის 10%-ის უკან დაბრუნებას 12 თებერვლის ჩათვლით შეძლებთ. ონლაინმაღაზიის ახალი კოლექციის ნახვა და შეძენა Rosebud-ის ვებგვერდზეა შესაძლებელი.
Cimcimi Candles-ის სურნელოვანი სანთლები არა მხოლოდ მისი ვიზუალით, არამედ იდეური თვალსაზრისითაც გამორჩეულია, რაც თითოეულ სანთელს უნიკალურს ხდის. ხელნაკეთი სანთლების ფორმები უძველეს ქართულ რელიეფურ ხელოვნებას ეფუძნება, ხოლო მისი სურნელი ბუნებრივი არომატების მაღალ, საშუალო და დაბალ ტონებს აერთიანებს, რაც განტვირთვისა და დასვენების საუკეთესო საშუალებაა. კონცეპტუალური ნივთების მოყვარულთათვისაც “ციმციმის” ახალი ხელნაკეთი სურნელოვანი სანთელი, რომელიც X საუკუნის რელიფის შთაგონებით შეიქმნა, გამორჩეული საჩუქარი იქნება. მისი შეძენა Cimcimi Candles-ის Instagram-ის გვერდზეა შესაძლებელი.
თუკი თქვენი ადრესატისთვის განსაკუთრებულ აქსესუარს ეძებთ, “თიბისისა” და “ხელოვნების სასახლის” თანამშრომლობით წამოწყებული მასშტაბური პროექტის, “ქართული ქსოვილის” ფარგლებში Rose Moda-ს მიერ შექმნილ საყურეებსა და ხელთათმანებს გირჩევთ. კოლექცია “ფერადი ანგელოზი” XIV საუკუნის ქტიტორ მიქელ ტვილდიანის სამოსის მოტივების შთაგონებით შეიქმნა, რომლის შეძენაც ონლაინმაღაზია Qsovili.ge-ზეა შესაძლებელი.
ლიტერატურის, ფილოსოფიისა და სხვა პროფესიული წიგნების მოყვარულთათვის They Said Books-ის სელექციას გირჩევთ, რომელიც მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს. მაღაზიაში ამერიკელი რეალისტი მხატვრის, ედვარდ ჰოპერის შემოქმედების შესახებ შექმნილ წიგნს - Edward Hopper: A-Z-საც აღმოაჩენთ, რომელიც მისი ნამუშევრების, შთაგონებისა და იკონოგრაფიის გარშემო არსებულ კითხვებს გასცემს პასუხს. They Said Books-ის პროდუქციის დათვალიერება და შეძენა მის ვებგვერდზეა შესაძლებელი.
დეკორატიული კოსმეტიკის მოყვარულებისთვის ახალი ქართული ბრენდის, Liya x Kashkash-ის უნიკალური ფორმულითა და ნატურალური ინგრედიენტებით დამზადებულ სადღესასწაულო პროდუქციას გირჩევთ. ახალი ნაკრები Timeless Duo ისეთ კომბინაციას ითვალისწინებს, რომელიც დროს უძლებს და ყოველთვის ტრენდულია. თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს კი 20 თებერვლის ჩათვლით Liya x Kashkash-ის დეკორატიული კოლექციის სრულ ხაზზე და გლინტვეინის ვინოთერაპიულ კოლექციაზე 15%-იანი ფასდაკლებით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება.
The Why Not Gallery
ახალგაზრდა ქართველი არტისტების შემოქმედების აღმოჩენა The Why Not Gallery-ის საჩუქრების ონლაინმაღაზიაში შეგიძლიათ, სადაც ბევრ საინტერესო ნამუშევარსა და კონცეპტუალურ ნივთებს შეხვდებით. ამჯერად Gift Shop-დან მხატვარ თეკლა კიღურაძის ნამუშევრებით შექმნილ სარკეების ახალ სერიას გთავაზობთ, რომელთა დათვალიერება და შეძენაც The Why Not Gallery-ის ვებგვერდიდან არის შესაძლებელი.
სასტუმრო “სტამბას” კონცეპტუალურ მაღაზია The Shop-ში Chocolaterie & Roastery-ის ნატურალური პროდუქციით შექმნილ ახალ უგემრიელეს შოკოლადებს აღმოაჩენთ, რაც თქვენი და თქვენი ადრესატის სადღესასწაულო განწყობას აამაღლებს. მათი შეძენა ადგილზე, სასტუმრო “სტამბას” კონცეპტუალურ მაღაზიაშია შესაძლებელი.
თუკი თქვენს ადრესატს ვიზუალურად დახვეწილი, სურნელოვანი მცენარეები უყვარს, მაშინ მისთვის ყვავილების მაღაზია “ილინეს” გირჩევთ. გარდა მრავალფეროვანი თაიგულებისა, “ილინეში” ყვავილები სხვადასხვა ფერისა და ფორმის ლარნაკებთან ერთად შეგიძლიათ შეიძინოთ, რაც ინტერიერს კიდევ უფრო გაახალისებს. რაც მთავარია, თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის 12 თებერვლის ჩათვლით “ილინეს” ყვავილების მაღაზიაში 20%-იანი ფასდაკლება მოქმედებს, 14 თებერვალს კი მიტანის უფასო სერვისს შემოგთავაზებთ. სასურველი თაიგულისა და ლარნაკის სანახავად ეწვიეთ “ილინეს” ოფიციალურ ვებგვერდს.
შოკოლადი და შამპანური სწორედ ის კომბინაციაა, რომელიც ჩვეულებრივ დღესაც დასამახსოვრებელს გახდის. სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად “გასტრონომის” ახალ, ოთხი სახის სასაჩუქრე ნაკრებს გირჩევთ, რომელთაგან თითოეული Mi&Cu-ს ექსკლუზიურ შოკოლადსა და Nicolas Feuillatte-ს შუშხუნა შამპანურს მოიცავს. თიბისი კონცეპტის შეთავაზების ფარგლებში კი მის მომხმარებლებს მაღაზია “გასტრონომში” ამ სასაჩუქრე ნაკრებებზე 10%-იანი ფასდაკლებით სარგებლობის შესაძლებლობა 14 თებერვლის ჩათვლით ექნებათ.
მაღაზია-ბარი “საამური" თბილისში, მულტიფუნქციურ სივრცე “ფაბრიკაში” სულ ცოტა ხნის წინ გაიხსნა და იგი მომხმარებელს ბუნებრივი ღვინისა და სხვა ნატურალური სასმელების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. ამჯერად, განწყობის ასამაღლებლად კახეთში დაყენებულ ნატურალურ ვარდისფერ რქაწითელს გირჩევთ, რომლის შეძენაც ონლაინ "საამურის" Facebook-ის გვერდიდან არის შესაძლებელი.
მუსიკის მოყვარულებისთვის Vodcast Records-ის ახალი ფირფიტების დათვალიერებას გირჩევთ, სადაც ბევრი საინტერესო არტისტის ნამუშევარს აღმოაჩენთ. Radiohead-ის, ბობ დილანის და კიდევ სხვა უამრავი მუსიკოსის ფირფიტის შეძენას როგორც ონლაინ, Vodcast Records-ის ვებგვერდზე, ისე მულტიფუნქციურ სივრცე “ფაბრიკაში” შეძლებთ.
დაწერე კომენტარი