ადამიანების დიდი ნაწილისათვის წარმოუდგენელია, რომ დღემ ფინჯანი ყავის გარეშე ჩაიაროს - ყავის სმა საუკუნეების განმავლობაში ერთგვარ რიტუალად ჩამოყალიბდა, რომლის შესრულებაც სასიამოვნო და წარმატებული დღის გარანტიად იქცა. თანამედროვე სამყაროში, როცა ცხოვრების ტემპი აჩქარებულია, ყავა კი ყველასათვის საყვარელი სასმელი, ხშირად მაინც ვერ ვახერხებთ სადმე დავსხდეთ და მშვიდად მივირთვათ, თან როცა ამას პანდემიის გამო შექმნილი სიტუაცია ემატება, Take away ყავა იდეალური გამოსავალია. თუ დილას საუზმით არ ან ვერ იწყებთ, სადმე ძალიან გეჩქარებათ, თუმცა ენერგია გჭირდებათ, ან, უბრალოდ, ამ სასმელის არომატი ძალიან გიყვართ, ჟურნალი Hammock თიბისი კონცეპტთან ერთად თბილისში მდებარე იმ ადგილებს გაგაცნობთ, სადაც დღის ნებისმიერი მონაკვეთში უგემრიელესი ყავის დაგემოვნებას შეძლებთ.

მარჯანიშვილის 7 - თიბისი კონცეპტის სივრცე



მარჯანიშვილის 7-ში მდებარე თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში ნებისმიერ მსურველს საშუალება აქვს ამ სივრცის კაფეს Take Away სერვისით ისარგებლოს და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი -  5 Elephant-ის ყავა ადგილზე, საერთო სამუშაო სივრცეში ან სულაც თან წაღებით დააგემოვნოს. ამ ე.წ. არტიზანული ყავის ბრენდში, რომელიც საკუთარი ყავის მოსამზადებლად მაღალი ხარისხის ყავის მარცვალს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის თემებიდან მოიპოვებს, მომხმარებელს ერთმანეთისგან განსხვავებული არომატის და გემოს ყავას, მათ შორის უკოფეინოსაც სთავაზობს. თუმცა მათ ვისაც ყავას ჩაი ურჩევნია, 5 Elephant-ის ყავის იმ სახეობის გარდა რომელთა დაგემოვნება თიბისი კონცეპტის სივრცეშია შესაძლებელი, აქ მისულ სტუმარს ასევე განსაკუთრებული გემოვნური თვისებების მქონე Wedgwood-ის ჩაიც დახვდებათ. 

They said books


They said books ის სივრცეა, რომელიც სტუმრებს საინტერესო წიგნებისა თუ ბეჭდური გამოცემების გარდა, გემრიელი ყავითაც უმასპინძლდება. გიორგი ახვლედიანის 10-ში მდებარე კონცეპტუალური მაღაზიის  take away  სერვისით სარგებლობისას, ყავის მოყვარულებს შეუძლიათ, როგორც 5 Elephant-ის ხვადასხვა სახეობის არომატული ყავა, ასევე კაპუჩინო, ლატე თუ Hario V60 დააგემოვნონ. 

Meama Collect - მეამა ქოლექთი

"მეამა" ყავის მოყვარულებს განსხვავებული კონცეფციის Take away ობიექტებს - “მეამა ქოლექთს“ სთავაზობს, სადაც მომხმარებელს 09:00- 19:30 საათების განმავლობაში შესაძლებლობა აქვს დააგემოვნოს, როგორც "მეამას" ასორტიმენტში უკვე არსებული ჩვიდმეტი ერთმანეთისგან განსხვავებული ყავის გემო, ასევე სპეციალურად მათთვის, "მეამას" ყავის ექსპერტების მიერ შექმნილი მარწყვის ლატე, ჩიზქეიქის კაპუჩინო, ბანანის და შოკოლადის, კარამელის და ყავის ყინულის, ასევე ციტრუსისა და ყავის არომატული ნაზავი. ეს ყველაფერი კი განსხვავებული დიზაინის ჭიქებსა და სხვადასხვა აქსესუარებში თავსდება , რაც გადაადგილებისას ძალიან კომფორტული და მოსახერხებელია. "მეამა ქოლექთი" თბილისში ამჟამად 5 ლოკაციაზე: აბაშიძის 65-ში, ფალიაშვილის 36-ში, კოსტავას 14-ში, მარსელის 8-ში, კარტოზიას 8-ში მდებარე M2-ის ეზოსა და ბუკიას ბაღშია განთავსებული და უახლოეს მომავალში მათი რაოდენობა, როგორც თბილისის, ასევე სხვა ქალაქების მასშტაბითაც გაიზრდება.

Coffee LAB • ყავის ლაბორატორია

ყავის ლაბორატორია საკუთარ ფილოსოფიას აგებს, რომლის მიხედვითაც მათ მიერ მომზადებული ყავა „ყველასაგან გამორჩეული გემოს მქონე და განსაკუთრებული უნდა იყოს.“ სწორედ ამ მიზანს ემსახურება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან განსაკუთრებული გემოვნური თვისებების მქონე ყავის მოუხალავი მარცვლების ჩამოტანა და მათი თანამედროვე, ახალი თაობის ტექნოლოგიების გამოყენებით  მოხალვა. თუ ყავის ლაბორატორიის Take Away  სერვისით სარგებლობას გადაწყვეტთ, გირჩევთ თეთრი, ვეგანური რძით დამზადებული ან V60 აუცილებლად დააგემოვნოთ, რათა დარწმუნდეთ, რომ აქ მომზადებული ყავა ნამდვილად განსაკუთრებულია.

Cafe Stamba

კაფე “სტამბა”, რომლის მენიუშიც ტრადიციულ კერძებს თანამედროვე საერთაშორისო სამზარეულოს კულინარიაც ერწყმის, არც გემრიელი ყავის მოყვარულებს ტოვებს გაწბილებულს - take away სერვისით სარგებლობისას მომხმარებლებს შეუძლიათ დააგემოვნონ როგორც ორმაგი ესპრესო, კაპუჩინო თუ ამერიკანო, ასევე ლატეს მრავალფეროვანი არჩევანიდან ერთ-ერთი, მათ შორის  ყველაზე განსხვავებული - ვარდისფერი ლატე, რომელიც ნუშის რძითაა დამზადებული და  გარდა იმისა, რომ  ვიზუალით გამოირჩევა, ამავე დროს ძალიან გემრიელიცაა. 

Lily Vanilli - ლილი ვანილი

სამოთხე მათთვის, ვისაც ტკბილეული უყვარს - კაფე “ლილი ვანილი” მომხმარებლებს კრემიანი ქაფქეიქების, კექსებისა თუ სხვა გემრიელი ნამცხვრების გარდა  - ყავასაც სთავაზობს. ირაკლი აბაშიძის 20-ში მისულ ყავის მოყვარულებს, შეუძლიათ “ლილი ვანილში” Allpress ყავა დააგემოვნონ, ყავა, „რომლის არომატიც ყველაზე სასიამოვნოდ გამოგაფხიზლებთ“.

L'Eclair de Génie 

“ლ’ეკლერ დე ჟენი”, რომელიც უგემრიელესი ტკბილეულითა თუ სხვა მრავალფეროვანი კერძებითაა ცნობილი, მომხმარებელს ასევე უგემრიელეს ყავასაც სთავაზობს. “ლ’ეკლერ დე ჟენის” Take Away სერვისით სარგებლობისას შეგიძლიათ ვეგანურ, საუზმისა თუ ლანჩის მენიუებთან ერთად, გემრიელი ცხელი ყავაც დააგემოვნოთ, რომელთა რიგებშიც შეხვდებით როგორც გამორჩეული არომატის მქონე Raphe-სა და Mocha-ს, ასევე Macchiato-საც. მათი ნაზ ტირამიჩინოსთან ან ვეგანურ სენდვიჩთან ერთად დაგემოვნება ნამდვილად ენერგიული და სასიამოვნო დღის დასაწყისი იქნება.

Ska Juice Bar 



“სკა ჯუს ბარს”,  რომელიც ადამიანებს ჯანსაღი ცხოვრების წესისაკენ მოუწოდებს, მენიუც ასეთივე აქვს - ცოცხალი პროდუქტებისაგან შექმნილი, ნატურალური და გემრიელი წვენების გარდა მომხმარებლებს არომატულ ყავასაც სთავაზობს. “სკაში” გემრიელი ცხელი კაპუჩინოს მირთმევა როგორც ვეგანურ რძესთან, ასევე ორცხობილებთან ერთად შეგიძლიათ. ვინაიდან გაზაფხული და მზიანი დღეები გვიახლოვდება, “სკას” take away სერვისით სარგებლობისას აქ მომზადებული ცივი ყავის დაგემოვნება იდეალური გადაწყვეტილება იქნება.

Milk Coffee Shop



თუ ყავა, გემრიელი ტკბილეული და უეს ანდერსონის ფილმები გიყვართ, “მილქის” ყავის მაღაზია აუცილებლად გახდება თქვენთვის გამორჩეულად საყვარელი ადგილი. ეს ყავის მაღაზია ნინოშვილის 8-ში, “ფაბრიკაში” მდებარეობს და მომხმარებლებს La Marzocco-ს აპარატით დამზადებულ უგემრიელეს ყავას სთავაზობს, რომლის დაგემოვნებაც  Take Away სერვისით 11:00-20:00 საათებშია შესაძლებელი. “მილქი” ყავის მოყვარულ ადამიანებს როგორც უგემრიელეს ცხელ, მაგალითად, Matcha ლატეს, ასევე ცივ ყავასაც სთავაზობს  როგორც ნაყინით, ასევე მის გარეშეც. მომხმარებელს შეუძლია “მილქის” ყავა კიდევ უფრო გემრიელად აქ შეძენილ ტკბილეულთან ერთად მიირთვას.